მთავარისიახლეებისამართალიპირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება - ცვლილებები კანონმდებლობაში

პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება – ცვლილებები კანონმდებლობაში

Published on

 პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობა მკაცრდება და შესაბამისი ქმედება მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული პროექტი 80 ხმით იქნა მიღებული. 

კოდექსს დაემატა ახალი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფაზე მკაცრი სასჯელების განსაზღვრას. პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარად უზრუნველყოფა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.

პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, იქნება დასჯადი თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი ანგარებით, არაერთგზის გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას – თავისუფლების აღკვეთით 6-დან 9 წლამდე.

ამასთან, პროექტის მიხედვით, ზემოთ აღნიშნული ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ამ საიდუმლოს დაცვა ევალებოდა ან რომელმაც აღნიშნული ქმდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე ვადით.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...