მთავარისიახლეებიკონფლიქტებიეუთო-ს გენერალური მდივანი მწუხარებას გამოთქვამს ხურჩაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან...

ეუთო-ს გენერალური მდივანი მწუხარებას გამოთქვამს ხურჩაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით

Published on

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გალის მკვიდრის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე გამახვილდა ყურადღება გუშინ ვენაში გამართულ შეხვედრაზე  ეუთო-ს გენერალურ მდივანსა და    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს შორის. 

 ელამბერტო ზანიერიმ მწუხარება გამოთქვა  19 მაისს ხურჩაში ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას. 

 საგარეო საქმეთა მინისტრმა გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო პერსპექტივებს. აღინიშნა ეუთო-ს ავტონომიურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა და მათი როლი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში. ხაზი გაესვა ეუთო-ს საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ საქართველოში საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე დაფიქსირდა ეუთო-ს ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...