მთავარისიახლეებისამართალიმმართველი პარტია თვლის, რომ კორცხელში არეულობის მონაწილეთა მიმართ განსაკუთრებული სიმკაცრე არაადეკვატურია და...

მმართველი პარტია თვლის, რომ კორცხელში არეულობის მონაწილეთა მიმართ განსაკუთრებული სიმკაცრე არაადეკვატურია და ნაადრევი, ხოლო ნაციოანალური მოძრაობის თვალსაზრისით, ეს იყო არა სპონტანური, არამედ ორგანიზებული ინციდენტი

Published on

მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ ძალებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც კორცხელის ინციდენტის მონაწილე პირებს  წაეყენა. უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე თვლის,  რომ  ბრალდება არაადეკვატურია და ნაჩქარევი, ხელისუფლებას კი მეტი წინდახედულება უნდა გამოეჩინა, დაპირისპირება რომ არ მომხდარიყო . 

“ნაციონალური მოძრაობის ლიდერები აქტიურობდნენ და  ცალკე თემაა,როგორ აქტიურობდნენ, რამდენად დიდია მათი როლი ამ სამწუხარო ფაქტის ინსპირირებაში, ამიტომ  ცოტა ნაადრევად მეჩვენება  გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული კორცხელთან დაკავშირებით. ერთი ძალიან ცუდი ინციდენტის ასე მკაცრად განსჯა, მიუხედევად იმისა, რომ ჩვენ ვგმობთ ამ ინციდენტს, არ არის ადეკვატური,“ – განაცხადა მან რუსთავი 2 – ის ჟურნალისტებთან საუბარში. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბრალდებულთათვის მიყენებული მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. ისინი თვლიან, რომ ეს იყო არა სპონტანურად წარმოქნილი, არამედ ორგანიზებული ინციდენტი. 

 

„6 მოძალადეზე კი არ უნდა გადატყდეს ჯოხი, არამედ დამკვეთზე უნდა გავიდნენ. ჩვენ ვიცით, რომ ამის დამკვეთი იყო უშუალოდ კახი კალაძე. მან მიზანმიმართულად ჩამოიყვანა ეს ჯგუფი,“ – აცხადებენ ისინი. 

საკითხთან დაკავშირებით, გამოძიების მიმდინარეობას ნაწილობრივ დადებითად აფასებს თავისუფალი დემოკრატების წევრი ზურაბ აბაშიძე, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ უკვე ყველაფერი სასამართლოზეა დამოკიდებული.

„კარგია, რომ გამოძიება სადღაც მივიდა, მაგრამ მეორეა, გამოძიების შედეგები, როგორ გაითვალისწინებს და დაასაბუთებს ამას სასამართლო,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...