მთავარისიახლეებისაზოგადოება"რუსთავი 2-ის" იურისტებს აქვთ მოლოდინი, რომ ხვალინდელ პროცესზე მოსამართლე გუჯაბიძე თვითაცილების...

“რუსთავი 2-ის” იურისტებს აქვთ მოლოდინი, რომ ხვალინდელ პროცესზე მოსამართლე გუჯაბიძე თვითაცილების შუამდგომლობას დააყენებს

Published on

რუსთავი 2-ის იურისტები ელოდებიან, რომ ხვალინდელ პროცესზე მოსამართლე გუჯაბიძე თვითაცილების შუამდგომლობას დააყენებს.იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე გუჯაბიძე ამ შუამდგომლობას არ დააყენებს არ არის გამორიცხული  მისი აცილების შუამდგომლობა თავად რუსთავი 2-ის იურისტებმა დააყენონ. შეგახსენებთ, რომ რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი ინფორმაციით ნათია გუჯაბიძე შესაძლო თაღლითობაშია შემჩნეული. საქმე ეხება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 2014 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ცნობილი გახდა მოსამართლის მხრიდან შესაძლო თაღლითობის ჩადენის ფაქტი. ნიკა გვარამიას წყაროს ცნობით, ნათია გუჯაბიძე თბილისში სამოსამართლეო უფლებამოსილების განსახორციელებელად ბინას ქირაობდა, რომლის საფასურსაც იუსტიციის საბჭო იხდიდა.სასამართლო კორპუსში ეს მიღებული პრაქტიკა დანაშაულად არ ჩაითვლებოდა რომ არა ერთი გარემოება-როგორც ირკვევა ნათია გუჯაბიძეს იმ დროს თბილისში საცხოვრებელი ჰქონდა და სახელმწიფოსგან გამოყოფილ ბინის ქირას საკუთარ დედას უხდიდა.ბინა, რომელსაც ნათია გუჯაბიძე დედისგან ქირაობდა თბილისში პოლიტკოვსკაის ყოფილის ჯიქიას ქუჩაზე ამ კორპუსში მდებარეობს. ნათია გუჯაბიძის დედა, მანანა დოლიძე ადასტურებს, რომ იმ ბინაში შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს, ასევე ამტკიცებს, რომ მის შვილს ნათია გუჯაბიძეს საკუთარი სახლი არ აქვს და აღარც სახელმწიფოსგან იღებს საცხოვრებლის დასაქირავებლად თანხას. მანანა დოლიძე არ უარყოფს, რომ ბინა რამდენიმე წლის წინ გაქირავებული ჰქონდა და საფასურს სახელმწიფოსგან იღებდა.რუსთავი 2-ის სასამართლო სხდომა ხვალ სააპელაციო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული.ხვალინდელ სხდომაზე ქიბარ ხალვაშის იურისტი, პაატა სალია, ახნა-განმარტებას გააკეთებს, რის შემდეგაც მტკიცებულებათა გამოკვლევა დაიწყება. 

rustavi 2.com

 

სიახლეები

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...