გიორგი კვირიკაშვილისა და ნიკა გვარამიას დაპირისპირების ქრონიკა ციტატებში

0
389

პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შორის პრინციპული დაპირისპირებისა და სიტყვიერი  შეხლა შემოხლის ახალი კასკადი დაიწყო იმით, რომ  ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის  წინააღმდეგ დაწყებულ ახალ   პროცესებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სახალხო დამცველს და ამავდროულად უმოქმედობაში დაადანაშაულა პრემიერ მინისტრი .

ნიკა გვარამია: „გამოიღვიძეთ მეგობრებო, აქ ხდება არნახული უსამართლობა, აქ საფუძველი ეყრება არა მარტო საქართველოში დემოკრატიის ჩახშობას, არამედ სამოქალაქო დაპირისპირებას, გამოიღვიძეთ და შეასრულეთ თქვენი კონსტიტუციური ვალდებულებები. პრემიერისთვის მიმართვას აზრი არ აქვს, ის საერთოდ არსებობს თუ არა პერიოდულად ყველას გვავიწყდება, რა აზრი აქვს საერთოდ მასთან საუბარს,“ 

 გიორგი კვირიკაშვილი:  "არაერთხელ გამოვთქვი სურვილი არ ვისურვებდი მეხილა რუსთავი 2-შეცვლილი და მიმეცა ვინმესთვის სპეკულაციის საშუალება, მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში. ეს არის ჩემი სურვილი, რომ სალაპარაკო არავის არ მიეცეს.რამდენად მოხდება ცვლილება თუ არა ამას მე წინასწარ ვერ გეტყვით. სასამართლო არის სასამართლო ის იხილავს საკუთრების საკითხს, ეს სამოქალაქო პროცესია და ვერ ჩავერევით," 

 "მე არ შეიძლება როგორც პრემიერს კერძო ტელეკომპანიასთან პრეტენზიები მქონდეს. მაგრამ არის სასამართლო პროცესი, გვაქვს ინსტიტუციები. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ის შეურაცხყოფები როდესაც ამ ინსტიტუციებს შეურაცხყოფებს აყენებს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი. იმაზე აღარ ვლაპარაკობ პრემიერმინისტრის მისამართით, რასაც ლაპარაკობს. თავისუფალი ქვეყანა გვაქვს და ყველაფერი შეიძლება. მოსახლეობა ამას უყურებს. ადამიანი, რომელსაც არ უნდა ჰქონდეს ასეთი გონორი, დღეს ასე საუბრობს. ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი შემოქმედი, რაც 2007 წელს ხდებოდა.

ნიკა გვარამია: „გიორგი კვირიკაშვილმა თავის "გონორს" მიხედოს, ფულით ნაყიდი რომ იყო და ახალი მემარჯვენეების ფრაქციაში რომ იჯდა. მას საერთოდ არაფერი აქვს სალაპარაკო, სამარცხვინოა. სამარცხვინოა, როდესაც იუსტიციის მინისტრი ასეთ პროცესებს მართავს და იმასაც ვერ უწევს კონტროლს. უკაცრავად და "ახატია" იუსტიციის მინისტრს, რას ფიქრობს მისი პრემიერი. სასამართლო პროცესებს მართავს თვითონ. კვირიკაშვილმა კი, რომელიც ნამდვილად ზიანდება ამ ყველაფრისგან, საკუთარი გონორი გააკონტროლოს, არაფერს რომ არ წარმოადგენს ამ ქვეყანაში და მის სიტყვას ჩირის ფასი რომ აქვს. გიორგი კვირიკაშვილის მტრედთან შედარება არ მომწონს, რადგან ეგეთი უწყინარი, როგორიც მოღუღუნე მტრედები არიან, ნამდვილად არ არის გიორგი კვირიკაშვილი. ის მავნებელია და, ჩემი აზრით, ბევრად უფრო მავნებელია, ვიდრე მისი წინამორბედი პრემიერი იყო. მავნებელია თავისი ფსევდოდემოკრატიული ფასადით, სინამდვილეში იგი აბსოლუტური იდენტური გამტარია ბიძინა ივანიშვილის ხაზით და ეს არის ის ნარატივი, რომელიც ივანიშვილმა დასავლეთის მოსატყუებლად მოიგონა,“  

გიორგი კვირიკაშვილი: „კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემდი", 

ნიკა გვარამია: ადამიანებს, როცა საპასუხო არაფერი აქვთ შეურაცხყოფაზე გადადიან. პრემიერი დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობებით ისედაც არ გამოირჩეოდა, მაშინ როდესაც იმაში ამხელენ, რაც ნამდვილად სიმართლეა, კერძოდ, ჯერ გრეჩიხას „შნირი“ იყო, ახლა ბიძინა ივანიშვილის „შნირია“, უკაცრავად ჟარგონისთვის, ორივესგან ფულს იღებდა ახლაც და მაშინაც, დანაშაულს ჩადიოდა, საპასუხო არაფერი აქვს და შეურაცხყოფაზე გადადის.მაინტერესებს ჩემი მასკულინობის დეფიციტმა როდის და რატომ შეაწუხა, რა ინტერესი აქვს ჩემს მამაკაცურ საწყისებთან დაკავშირებით, მკითხოს და შემიძლია პარამეტრების სიზუსტით ყველაფერი მოვახსენო.“

მთელ ამ ოსტორიაში საზოგადოებისათვის ყველაზე შოკისმომგვრელი აღმოჩნდა პრემიერის ,,ძველნიჭური"' უფრო ზუსტად მისი ჰაბიტუსისათვის ფორმით სრულიად შეუფერებელი პასუხი გვარამიას კრიტიკაზე, განსაკუთრებით რეპლიკაზე, რომ იგი ფულით ყავდათ ნაყიდი. ,,  ესეც პასუხი მათ, ვინც აღაშფოთა  პრეზიდენტის განცხადებამ იმის შესახებ, რომ  მმართველ პარტიაში არიან მოძველბიჭო ელემენტები''. – წერენ სოციალურ ქსელებში

 

წინა სტატიაკორცხელის ინციდენტზე ბრალდებულებისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ითხოვს
შემდეგი სტატია” ძალადობა, რომელიც პოლიტიკის სახელით წარიმართა დასაგმობი იყო,” – იან კელი კორცხელის ინციდენტზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური