მთავარისიახლეებისაზოგადოებაუფასო ვიტამინებისა და მინერალების კვებითი დანამატი ორ წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის

უფასო ვიტამინებისა და მინერალების კვებითი დანამატი ორ წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის

Published on

6 თვიდან 23 თვემდე ასაკის  სოციალურად დაუცველი 13 ათასამდე ბავშვი 15-კომპონენტიან ვიტამინებისა და მინერალების კვებით დანამატს უფასოდ მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს „ექსპო ჯორჯიას“ ოფისში განუცხადა, სადაც ბავშვთა ზრუნვის მიმართულებით 4 უწყება – ჯანდაცვის, განათლების, იუსტიციისა და სპორტის სამინისტროები ანგარიშს წარადგენენ. 

„ჩვენ სულ მალე, რამდენიმე კვირაში დავიწყებთ 6 თვიდან 23 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის სპეციალური 15-კომპონენტიანი მინერალებისა და ვიტამინების შემცველობის, კვებითი დანამატების დარიგებას. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ამას მთავრობა, რა თქმა უნდა, უფასოდ დაარიგებს. ეს იქნება მთელი რიგი დაავადებების პრევენცია და ბავშვის სწორი განვითარების ხელშეწყობა. ცოტა ხნის წინ ჩვენ დავიწყეთ ორსულებში ფოლიუმის მჟავისა და რკინის პრეპარატების დარიგება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ბავშვის სწორი განვითარებისთვის და დაავადებათა პრევენციისთვის. აღნიშნული პროდუქტი არ არის მაღალი საბაზრო ღირებულების, ამ ასაკობრივ ჭრილში 13 ათასი სოციალურად დაუცველი ბავშვია. უკლებლივ ყველა მათგანს 15-კომპონენტიანი ვიტამინებისა და მინერალების კვებითი დანამატი უფასოდ დაურიგდება, დანარჩენებს კი აფთიაქებში შეძენა შეუძლიათ. საბაზრო ღირებულება შემოსავლის მქონე არც ერთ ოჯახს არ დააწვება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...