მთავარისიახლეებიპოლიტიკაუჩა ნანუაშვილი კანონმდებლობაში ბავშვთა დაცვის მიზნით ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე საუბრობს

უჩა ნანუაშვილი კანონმდებლობაში ბავშვთა დაცვის მიზნით ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე საუბრობს

Published on

კანონმებლობაში ბავშვის ძალადობისაგან დაცვის მიზნით ცვლილებები არ შესულა – ნათქვამია სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც ბავშვთა უფლებებს ეხება. ჩვენი წინადადება,  გამკაცრებულიყო ზოგადად კანონმდებლობა და უფრო დაცულიყო ბავშვი ძალადობისგან, ჯერჯერობით არ არის გათვალისწინებული. არ არსებობს ნორმალური კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებს შორის, როდესაც ბავშვთა ძალადობაზე ვსაუბრობთ“- ამბობს უჩა ნანუაშვილი. 

ანგარიშში ასევე საუბარია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ძალადობისგან დაცვის, 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის, ინკლუზიური განათლების დანერგვის ხარვეზებსა და სხვა პრობლემურ საკითხებზე.

„ერთერთი მთავარი პრობლემა კვლავ რჩება 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის პრობლემა. ამ მხრივ აუცილებელია პრევენციისთვის გარკვეული ზომების მიღება. მათ შორის, სპეციალური სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის შემუშავება, რომ მოხდეს პრევენცია ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის.  – აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი. 

სიახლეები

უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა – მადიარმა გაიმარჯვა

12 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში დაძაბულად მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში. ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული...

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...