მთავარისიახლეებისპორტისაქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაკეთდა კომენტარები ფიფაში...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაკეთდა კომენტარები ფიფაში სეპარატისტული აფხაზეთის შესაძლო გაერთიანების საკითხზე

Published on

 დღეს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში კომენტარები გაკეთდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ფიფაში  აფხაზეთის შესაძლო გაერთიანებას ეხება.

"ჩვენ ფიფასთან გვაქვს კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მათი პოზიცია, რა თქმა უნდა უცვლელია, რაც შეეხება იმ პიროვნებებს, რომელთაც სოხუმის მხარდამჭერი  განცხადებები გააკეთეს გუშინ  გამართულ პრესკონფერენციაზე ,  უბრალოდ FIFA-ში დარეგისტრირებული მატჩის აგენტები არიან და  ვერანაირად ვერ იქნებიან FIFA-ს ოფიციალური წარმომადგენლები. შესაბამისად, მათი პოზიცია ვერნაირად ვერ იქნება ჩვენთვის FIFA-ს ოფიციალური პოზიცია.

ჩვენ  უკვე დავუკავშირდით FIFA-ს და  ვაცნობეთ მათ მიერ  კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების შესახებ", – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა. ფიფაში  ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვთ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ  აღნიშნული პირები არ არიან FIFA-ს ოფიციალური წარმომადგენლები. 

შეგახსენებთ,  აფხაზეთში 3 დღეა მიმდინარეობს არაღიარებულ ქვეყნებს შორის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ტურნირს  ესწრებიან FIFA-ს ოფიციალური წარმომადგენლები დაგ ლარსენი და სერგეი აზიზოვი, . მათ გამართეს პრესკონფერენცია და ისაუბრეს აფხაზეთის FIFA-ში გაწევრიანებაზე. აზიზოვმა განაცხადა, რომ მიმართა FIFA-ს მაღალჩინოსნებს აფხაზეთის გასაწევრიანებლად.

„აფხაზეთი არის ღირსეული ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ფიფა წარმოადგინოს, რადგან მას აქვს თავისი მიწა, ხელისუფლება და საკუთარი ენა. გარდა ამისა არსებობს ფეხბურთის მაღალი ხარისხი. აქ ხალხს უყვარს ფეხბურთის თამაში. ამიტომ ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები ფიფასთან“, – განაცხადა აზიზოვმა.

სიახლეები

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...