მთავარისიახლეებისპორტიოკუპირებული აფხაზეთი FIFA-ს წევრობის სურვილს გამოთქვამს და მოკავშირეებს ეძებს

ოკუპირებული აფხაზეთი FIFA-ს წევრობის სურვილს გამოთქვამს და მოკავშირეებს ეძებს

Published on

 აფხაზური მედიის ცნობით, გუშინ  სოხუმში გაიმართა FIFA-ს  შვედი აგენტის დაგ ლარსონისა და შვედეთში ფედერაციის მატჩ-აგენტის სერგეი აზიზოვის პრესკონფერენცია, სადაც შეფასდა აფხაზეთში მიმდინარე კონიფას ჩემპიონატი და აფხაზეთის შანსები გახდეს  FIFA – ს წევრი ქვეყანა. 

სერგეი აზიზოვმა, რომელიც შვედეთში საფეხბურთო სფეროში მოღვაწეობს, განაცხადა, რომ  აფხაზეთი FIFA-ს წევრობის სურვილს გამოთქვამს და უკვე დაუკავშირდა FIFA-ს ამ თხოვნით. 

,,ჩემი აზრით, აფხაზეთი სავსებით იმსახურებს იმას, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის წევრი გახდეს, რამდენადაც აქვს თავისი მიწა, ხელისუფლება, ენა და , რაც მთავარია, – კარგი ფეხბურთი. აფხაზეთში ხალხს უყვარს ფეხბურთი, აქ არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი აღზრდილა.'' – განაცხადა აზიზოვმა. 

დაგ ლარსენმა, რომელიც  FIFA-ს მიერ ლიცენზირებულ აგენტთა სიაშია შესული, განაცხადა, რომ  კონიფას ჩემპიონატის ჩატარება კარგი განაცხადია იმისათვის, რომ   მისმა მისწრაფებამ ფიფა-ში გაწევრიანებისკენ   მხარდაჭერა ჰპოვოს. ,,მე ვიცი, რომ ნებისმიერი ქვეყანა, დიდი იქნება ის თუ პატარა, მიისწრაფვის, რომ მთელმა მსოფლიომ გაიცნოს და ამისათვის ფეხბურთი შესანიშნავი საშუალებაა''- განაცხადა მან. 

ფედერაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს აგრეთვე, რომ ფიფას ხელმძღვანელობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფედერაციის ეგიდით ჩატარდეს ამხანაგური მატჩი აფხაზეთის ნაკრების მონაწილეობით.  

პრესკონფერენციაში მონაწილეობდა ოკუპირებული აფხაზეთის ვიცე-პრემიერი შამილ არძინბა, რომელმაც მოიშველია კოსოვოს მაგალითი და განაცხადა, რომ ფიფაში აფხაზეთის გაწევრიანება ძალიან აქტუალური საკითხია.

,,სამწუხაროდ, ორმაგმმა სტანდარტებმა ვერც სპორტის ამ სახეობას აუარა გვერდი  – კოსოვო ფიფაში მიიღეს ყველა იმ ნორმისა და წესის დარღვევით, რომელთაც ახლა  ჩვენთვის უარის სათქმელად იყენებენ, კოსოვოს შემთხვევაში კი არად ჩააგდეს. თუ ჩვენ კარი დაგვიხურეს, ეს  იქნება ზეუსამართლობა ყველა თვალსაზრისით   – იქნება ეს მორალური, ზნეობრივი თუ პოლიტიკური – განაცხადა არძინბამ.  

ფიფას მატჩ – აგენტების ამ განცხადებებზე ფეხბურთის ფედერაციას  ამ დრომდე კომენტარი  არ გაუკეთებია. 

სიახლეები

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...