ხურჩის ტრაგედია, ,,ოდნოკლასნიკი”, ,,ამბრელა” და სამეგრელოს დეტექტივ – გამომძიებელი

0
450

ხურჩაში რუსი ოკუპანტების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ორგანიზაცია ,,ამბრელას'' ხელმძღვანელი დაკითხვაზე დაიბარეს. ლუკა ფეიქრიშვილი მთავარ პროკურატურაში დღეს უნდა გამოცხადებულიყო. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ის დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

“დამიკავშირდა სამეგრელოს დეტექტივ-გამომძიებელი, რომელმაც განმიმარტა, რომ ვარ დაბარებული დაკითხვაზე. მათი ინფორმაციის თითქოს მე მაქვს, რაიმე ინფორმაცია უშუალოდ იმ პიროვნებაზე, ვინც მოადინა საკონტროლო გასროლა. მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამ პიროვნებასთან დაკავშირებით, უბრალოდ მისი ფოტო სურათი, დაბადების ადგილი, დაბადების თარიღი და სოციალური ქსელის მისამართი მკვლელობიდან მცირე დროში გამოვაქვეყნე ჩემი ფეისბუქის გვერდზე. ეს დაბარება და დაკითხვა, რომ იყოს თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მე ამ შემთხვევაშიც უარს განვაცხადებ, რადგან ხსენებული უწყებები მიმაჩნია მიკერძოებულად“ – განაცხადა ფეიქრიშვილმა.

შეგახსენებთ,  ე. წ  ქართველ ჰაკერთა ჯგუფმა, სახელით ,,ამბრელა", მედიაში ინფორმაცია თავისი არსებობისა და მიზნების  შესახებ გაავრცელა   ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან, კერძოდ, პირადი ცხოვრების შესახებ  კადრების ტირაჟირებასთან    დაკავშირებით: „მოგესალმებით ძვირფასო ინტერნეტ მომხმარებლებო, ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ყველა იმ საკითხში, რაც ინტერნეტსა და თქვენი უსაფრთხოების დაცვას ეხება. ჩვენი გუნდი, რომელშიც ათამდე მოხალისე და რამდენიმე მცოდნე (ჰაკერი) – ია გაწევრიანებული და რომელსაც სიმბოლურად ამბრელა დავარქვით, მზად არის თქვენს სამსახურში ჩადგეს, 24 საათის განმავლობაში და სრულიად უანგაროდ''.– ნათქვამი იყო განცხადებაში. 

ძნელია ივარაუდო, რა შეკითხვები შეიძლება ჰქონდეს სამეგრელოს დეტექტივ – გამომძიებელს ამ ჯგუფთან ხურჩის საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ თუ კითხვები დაისმის მხოლოდ იმ ინფორმაციისა და მისი წყაროს შესახებ , რომელიც ლუკა ფეიქრიშვილმა გამოქვეყნა,  უნდა ითქვას, რომ ამ ინფორმაციის მოპოვებას განსაკუთრებული  ,,ჰაკერული'' ნიჭი და კონტაქტები არც სჭირდებოდა –  რაშიდ კანჯი ოღლის გვერდი საიტზე ,,ოდნოკლასნიკი" ხურჩაში მომხდარი მკვლელობის დროიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ღია იყო ყველასთვის და ფოტომასალებისა და სხვა ინფორმაციის  გადმოკოპირება ამ გვერდიდან არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა. 

წინა სტატიანიკა გვარამიას განცხადება ბრიფინგზე : მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, რომელიც რუსთავი 2 – ის საქმეს განიხილავს, თაღლითობითვის იდევნება და ისევეა მიბმული პროკურატურას, როგორც ურთმელიძე
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები “რუსთავი 2”-ის საქმის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე მოკვლევის დაწყებას ითხოვენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური