მთავარისიახლეებიკონფლიქტებიისევ სოხუმში მიმდინარე კონიფას ჩემპიონატის შესახებ - ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ...

ისევ სოხუმში მიმდინარე კონიფას ჩემპიონატის შესახებ – ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება იმუქრება …

Published on

 ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო  ხელისუფლებას, ისევე როგორც საქართველოს დღევანდელ მთავრობას, როგორც ჩანს მიაჩნია, რომ ქვეყანას ისევ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მართავს. დღეს ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც იგი აპროტესტებს  ამ ოპოზიციური პარტიის განცხადებებს ჩემპიონატთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლების დუმილს ამ განცხადებების მიმართ.  

,, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქართული ოპოზიციური პარტიის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"' მიერ გაკეთდა  რიგი განცხადებებისა, რომლებიც შეიცავს  აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის შემდგომი გამკაცრების მოწოდებას. – ნათქვამია განცხადებაში – კერძოდ, ოპოზიციური მოძრაობის უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ მოახდინა მწვავე რეაქცია და დაუშვა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის  ჩატარება აფხაზეთში conifa- ს ეგიდით. მსგავსი ნეგატიური რეაქცია წმინდად სპორტული ხასიათის საერთაშორისო მოვლენებზე, რომლებშიც ჩართულია აფხაზეთი, დამახასიათებელია ქართული პოლიტიკური ელიტისთვის. გვიხდება კიდევ ერთხელ მოვახდინოთ  შემდეგი ფაქტის კონსტატირება: მიუხედავად იმისა, რომ  ქართველი პოლიტიკოსები ცდილობენ მსოფლიო საზოგადოებას თავს მოახვიონ იმიჯი საქართველოს, როგორც მშვიდობისმოყვარე ქვეყნისა,  რომელიც მიისწრაფვის აფხაზეთის ხალხთან შერიგებისა და ურთიერთგაგებისაკენ, კვლავ გრძელდება აფხაზეთის მიმართ აგრესიული, ანტიჰუმანური პოლიტიკა, რიმელიც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან ადამიანის უფლებების სფეროში. ეს პოლიტიკა მიმართულია აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა იზოლაციაზე საერთაშორისო საზოგადოებისაგან. 

ჩვენი ქართველი ოპონენტებისდა სამწუხაროდ აღვნიშნავთ, რომ ამ დღეებში აფხაზეთში მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატმა ცხოველი ინტერესი გამოიწვია არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ მის ფარგლებს მიღმაც. ამ მოვლენის გასაშუქებლად აფხაზეთში ჩამოვიდა საერთაშორისო მედიის ასზე მეტი წარმომადგენელი, ეჭვს არ იწვევს, რომ  ეს მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება წარმატებით დასრულდება და ბევრ სიხარულს მიანიჭებს ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს. 

საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი მცდელობა, ხელი შეუშალოს ამ ღონისძიებას, განწირულია მარცხისთვის  და ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს. ერთადერთი, რასაც შეიძლება ამით საქართველომ მიაღწიოს თავისი არაადეკვატური მოქმედებით, არის ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს სორის დაძაბულობის ესკალაცია ''- აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი კვლავ დუმს. 

 

სიახლეები

კობახიძე “ოცნების” არაღიარების შესაძლო კრიმინალიზებას “დროული ინიციატივას” უწოდებს

ირაკლი კობახიძე არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ "თუ პარლამენტი დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ...

საქართველოში ექსტრადირებული პირი 22 წლის, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულია

22 წლის თამაზ მთივლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოშია. შემზარავი მკვლელობის ორგანიზატორის გიორგი პაპაშვილის ექსტრადირება...

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ...

მედია- მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya-ს ცნობით, ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი საიფ...