მთავარისიახლეებიპოლიტიკაელენე ხოშტარია: რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესები საფრთხეს უქმნის ვიზალიბერალიზაციის საკითხის...

ელენე ხოშტარია: რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესები საფრთხეს უქმნის ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტას

Published on

 დღეს ბრიუსელში მეორედ იმსჯელებენ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე –   საკითხი ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, დახურულ შეხვედრაზე განიხილება.

ევროკავშირის ელჩებმა ამ საკითხზე ერთი კვირის წინაც იმსჯელეს, თუმცა ვერ შეთანხმდნენ.  თუ ევროკავშირის ელჩები დეტალებს ვერც ამჯერად შეაჯერებენ, შესაძლოა დისკუსია  გაიმართოს უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში 9 ივნისს გაიმართება.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე იმედოვნებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს მიერ შესრულებულ ვალდებულებებს გაითვალისწინებენ და პროცესი არ გაჭიანურდება. თუმცა დასძენს, რომ „ზედმეტი მოლოდინები რომ არ შევქმნათ, მაინც უნდა დაველოდოთ პროცესების განვითარებას,“

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაშიც.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესები საფრთხეს უქმნის ამ საკითხის გადაწყვეტას.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...