მთავარისიახლეებისაზოგადოება4 თვიანი "რემონტი" ციალა ჯოჯუას ბინაში და მერიისთვის დაბრუნებული კარი

4 თვიანი “რემონტი” ციალა ჯოჯუას ბინაში და მერიისთვის დაბრუნებული კარი

Published on

მოქალაქე ლალი ცირდავამ, თავისი საცხოვრებელი ბინის კარი ჩამოხსნა და ქალაქ ზუგდიდის მერიასთან, პროტესტის ნიშნად დადო  შემდეგი  წარწერით: «აი კარი, რომლითაც მამუკა ციმინტია, 79 წლის მწოლიარე ავადმყოფს, ციალა ჯოჯუას დაეხმარა. არ გაინტერესებთ, რა დაუჯდა ციმინტიას წარმოდგენილი კარი? —  4800 ლარი, მოხუცისათვის შემოწირული».
ცირდავა ამბობს, რომ დედამისის, 79 წლის ციალა ჯოჯუას საცხოვრებელი ოთახის გასარემონტებლად, ქალაქ ზუგდიდის მერიამ გადარიცხა  ოთხი ათას რვაასი ლარი. არადა, ამ თანხის სარემონტო სამუშაოები მათ საცხოვრებელ ბინაში, როგორც აღნიშნავს, არ გაკეთებულა. ცირდავას ინფორმაციით, 7 კვადრატული მეტრის სიდიდის ფართს, მუშები, ოთხი თვის განმავლობაში არემონტებდნენ, მაგრამ ამ ეტაპისთვის, თითქმის არაფერია გაკეთებული და თავისი სახსრებით უწევს რემონტის გაკეთება. «ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა აფრთხილებდა კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელს, რომ ჩემთვის ნორმალურად შეესრულებინათ სამუშაოები. ბატონი გიორგი ბევრჯერ დაგვიდგა გვერდში. როცა ის შეეხმიანა ბატონ ციმინტიას, მან განაცხადა, რომ გადმორიცხული თანხის შესაბამისი სამუშაოები შესრულებულია  ჩვენს ბინაში. დღეს, ამ ფორმით მინდოდა საზოგადოებისთვის მეჩვენებია ეს ძვირადღირებული კარი. ჩვენზე ხომ ამბობენ, ყველაფერი გავუკეთეთო, მოვიდნენ და ნახონ რა გააკეთეს.»- განაცხადა ლალი ცირდავამ. ცირდავას  დედა, ციალა ჯოჯუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, პროტესტის ნიშნად, ღია ცის ქვეშ, 64 დღე იწვა. მან აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, როცა მერია მისი საცხოვრებელი ფართის დაკანონებას და შეკეთებას დაჰპირდა.ხოლო რაც შეეხება მამუკა ციმინტიას, მასთან მთელი დღის განმავლობაში დაკავშირება ვერ ხერხდება.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...