მთავარისიახლეებისაზოგადოება2 თვე სასმელი წყლის გარეშე და ახალი ჭაბურღილი დევნილებს.

2 თვე სასმელი წყლის გარეშე და ახალი ჭაბურღილი დევნილებს.

Published on

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა ახალ ჩასახლებაში სასმელი წყლის პრობლემა თითქმის 2 თვეა მოუგვარებელია.აპრილის დასაწყისში წყლის დაბინძურების შედეგად გავრცელებულმა ინფექციამ მოსახლეობის მასიური მოწამვლა გამოიწვია.სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტი სურსათის უვნებლობის სამსახურმა დაადასტურა.დევნილებთან ამ პერიოდის განმავლობასი სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დადიოდნენ, თუმცა დღემდე ეს პრობლემა ისევ პრობლემად რჩება.საკითხი შეისწავლა ა. ო. "საუნჯემ". ორგანიზაციის  თანადგომით დევნილებმა პრობლემის მოგვარება შეძლეს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახალ ჭაბურღილს გათხრის დევნილთა ახალ დასახლებაში და ასევე არსებული ჭაბურღილის წყლის მიწოდების სისტემას დაუმონტაჟდება გამწმენდი ტექნიკური საშუალება. გასულ კვირას განსახლების სამინისტრომ მხოლოდ გამწმენდი ფილტრის დაყენება შესთავაზა დევნილებს, რაზეც აქტიურმა დევნილთა სათემო ორგანიზაციების ლიდერებმა უარი განაცხადეს და ახალი ჭაბურღილის დამონტაჟება მოსთხოვეს განსახლების სამინისტროს."აქტიური დევნილების დაჟინებული მოთხოვნა ორი თვის შემდეგ დაკმაყოფილდება და ახალი ჭაბურღილი დამონტაჟდება.ორი თვის განმავლოაში სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ყველა ალტერნატიულ არასაიმედო შეთავაზებაზე დევნილებმა უარი განაცხადეს…ახლა მთავარია ბოლო დაპირება დროულად შესრულდეს.ჩვენ გამოძიების შედეგების მოლოდინში ვართ."- წერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი იაგო ფასანძე

 

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...