მთავარისიახლეებიპოლიტიკაყველა დღეზე, ყველა საათზე მიდის ვაჭრობა - ზაზა ბიბილაშვილი

ყველა დღეზე, ყველა საათზე მიდის ვაჭრობა – ზაზა ბიბილაშვილი

Published on

“ყველა დღეზე, ყველა საათზე მიდის ვაჭრობა,“ – ტვ საქართველოს ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში რუსთავი2-ის საქმეზე გამართულ პროცესზე საუბრობს.ზაზა ბიბილაშვილის თქმით, კოლეგიას დავალებული აქვს, რომ, რაც შეიძლება მალე, დაამთავრონ საქმის განხილვა.  “დღევანდელი პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც დასრულდა გუშინ. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სასამართლომ უკიდურესად დააჩქარა ტემპი და გადავიდა პრაქტიკულად იმ რეჟიმში, რომლითაც საქმეს იხილავდა პირველ ინსტანციაში თამაზ ურთმელიძე. დღეს მოსამართლეებს სურდათ, რომ პროცესი გაგრძელებულიყო ზეგ, რაც ობიექტურად ვერ იყო შესაძლებელი. ყველა დღეზე, ყველა საათზე მიდის ვაჭრობა. პარასკევს, 2 საათზე ჩვენ დავბრუნდებით იმ ეტაპზე, როდესაც პაატა სალია წარმოთქვამს თავის სიტყვას. თუმცა, მე არ ვარაუდობ, რომ სააპელაციო სასამართლო შეძლებს, პარასკევ დაასრულოს საქმის განხილვა. კოლეგიას  დავალება აქვს ასეთი, რომ საქმის განხილვა მორჩეს, რაც შეიძლება სწრაფად,“ – განაცხადა ბიბილაშვილმა.რუსთავი2-ის საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლო 3 ივნისს, 14:00 საათზე გააგრძელებს. პროცესი გაგრძელდება ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სააპელაციო პოზიციის მოსმენით.

რუსთავი 2

“ყველა დღეზე, ყველა საათზე მიდის ვაჭრობა,“ – ტვ საქართველოს ადვოკატი სააპელაციო სასამართლოშირუსთავი2-ის საქმეზე გამართულ პროცესზე საუბრობს.

ზაზა ბიბილაშვილის თქმით, კოლეგიას დავალებული აქვს, რომ, რაც შეიძლება მალე, დაამთავრონ საქმის განხილვა.  

“დღევანდელი პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც დასრულდა გუშინ. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სასამართლომ უკიდურესად დააჩქარა ტემპი და გადავიდა პრაქტიკულად იმ რეჟიმში, რომლითაც საქმეს იხილავდა პირველ ინსტანციაში თამაზ ურთმელიძე. დღეს მოსამართლეებს სურდათ, რომ პროცესი გაგრძელებულიყო ზეგ, რაც ობიექტურად ვერ იყო შესაძლებელი. ყველა დღეზე, ყველა საათზე მიდის ვაჭრობა. პარასკევს, 2 საათზე ჩვენ დავბრუნდებით იმ ეტაპზე, როდესაც პაატა სალია წარმოთქვამს თავის სიტყვას. თუმცა, მე არ ვარაუდობ, რომ სააპელაციო სასამართლო შეძლებს, პარასკევ დაასრულოს საქმის განხილვა. კოლეგიას  დავალება აქვს ასეთი, რომ საქმის განხილვა მორჩეს, რაც შეიძლება სწრაფად,“ – განაცხადა ბიბილაშვილმა.

რუსთავი2-ის საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლო 3 ივნისს, 14:00 საათზე გააგრძელებს. პროცესი გაგრძელდება ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სააპელაციო პოზიციის მოსმენით.

სიახლეები

ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში – მეუფე ისაია შიო მუჯირზე

მეუფე ისაიას პირველი კომენტარი ახალი პატრიარქის გამორჩევის შემდეგ - ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ამბობს,...

სააპელაციო სასამართლომ სინდისის 9 პატიმრის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი...

მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა – მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლოზე

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე...

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ( ტახტზე აყვანის წეს-განგება) ხვალ, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს...