მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერს რესპუბლიკელების მთავრობიდან ცივილურად წასვლის იმედი აქვს

პრემიერს რესპუბლიკელების მთავრობიდან ცივილურად წასვლის იმედი აქვს

Published on

გიორგი კვირიკაშვილი რესპუბლიკელი მინისტრების მთავრობის შემადგენლობაში დარჩენაზე განმარტებებს აკეთებს და საკითხის ცივილურად გადაწყვეტის მოლოდინი აქვს.საარჩევნო კამპანიის მოახლოებასთან ერთად პრემიერი ვარაუდობს, რომ მინიტრები, კამპანიაში ჩართვის შემთხვევაში, პოსტის დატოვების შესახებ თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამავე დროს, გიორგი კვირიკაშვილი ვარშავის სამიტზე თინა ხიდაშელის დასწრების აუცილებლობაზეც საუბრობს.„ბუნებრივია, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობა მოითხოვს, სავარაუდოდ, მათი მხრიდან მინისტრის პოსტების დატოვებას. თუმცა, თავდაცვის მინისტრი უნდა გაემგზავროს ვარშავის სამიტზე. მთელი ეს მოსამზადებელი პერიოდი ჩვენ ერთად გავიარეთ და მისი დასწრება ვარშავის სამიტზე მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ ვისაუბროთ ამაზე და ცივილიზებულად გადავწყვეტთ ამ საკითხს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...