მთავარისიახლეებიპოლიტიკაამერიკის ელჩი საქართველოში კორცხელში მომხდარ თავდასხმას და რუსთავი 2 - ის საქმეს...

ამერიკის ელჩი საქართველოში კორცხელში მომხდარ თავდასხმას და რუსთავი 2 – ის საქმეს ეხმაურება

Published on

კორცხელში, საარჩევნო უბანთან ნაციონალურ მოძრაობაზე მომხდარ თავდასხმას საქართველოში აშშ-ის ელჩი გამოეხმაურა.

იან კელის შეფასებით, პოლიტიკური ძალადობა მხოლოდ ზიანს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს.

„რაც კვირას კორცხელში მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელია. პოლიტიკური ძალადობა მხოლოდ ზიანს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს. ჩვენ გვქონდა მთავრობასთან კონტაქტი, მოვუწოდეთ დეტალური გამოძიებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისკენ. ვფიქრობ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკურ პარტიებს ჭირდებათ მეტი დიალოგი და ქცევის კოდექსზე კონსენსუსის მიღწევა, უარი უნდა ითქვას ნებისმიერი სახის ძალადობაზე,“ – აღნიშნა იან კელიმ. 

ამერიკის ელჩმა საქართველოში კომენტარი გააკეთა რუსთავი 2-ის სასამართლო დავასთან დაკავშირებითაც.  მისი თქმით, არჩევნების წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შენარჩუნებული იყოს მედია თავისუფლება. მით უფრო რუსთავი 2-ის, რადგან მიაჩნია, რომ ამ არხზე ისმის განსხვავებული აზრი.

„ვინაიდან ეს საქმე ჯერ სააპელაციო სასამართლოში განიხილება, დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. არაერთხელ გვითქვამს, რომ საარჩევნო წელია, გვინდა, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, ის უნდა შეფასდეს ისე, რომ ქართველი ხალხის ნებაა გამოხატული. მედია გარემო ღიაა და თავისუფალი უნდა იყოს, სწორედ ამიტომ ამ საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ არჩევნების დროს ყველა ხმა იყოს გაჟღერებული, რუსთავი 2  მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომ ეს ასე იყოს“,- განაცხადა იან კელიმ. 

სიახლეები

რომელსაც ვიცნობდი, იმ საქართველოს მე ვეღარ ვხედავ – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრეიჩუსმა საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა ადრინდელს შეადარა და ტვ "ფორმულას" გადაცემა "გეოპოლიტიკაში" განცხადა,...

მარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის...

სფფ-ს დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. GFF Awards 2025-ის ღონისძიება...

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...