მთავარისიახლეებიპოლიტიკაისევ ჩხუბი კორცხელის არჩევნებზე, ისევ კუნთმაგარი ბიჭი, მაგრამ უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

ისევ ჩხუბი კორცხელის არჩევნებზე, ისევ კუნთმაგარი ბიჭი, მაგრამ უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

Published on

 კორცხელის ინციდენტის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს . 

მწვავე კამათი და  შელაპარაკება  უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს შორის მწვავე  დაპირისპირებაში გადაიზარდა.  უმრავლესობის წევრები სხდომაზე ისევ ნაცადი იარაღით მივიდნენ  და კორცხელში მომხდარი დარბევის ფაქტში აქცენტების გადატანა ,,წინა მთავრობის მსგავს ქმედებებზე"  სცადეს. ვითარება გამწვავდა მას შემდეგ , როცა  დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი გამოვიდა ინიციატივით   წუთიერი დუმილით მიეგოთ  პატივი 2011 წლის 26 მაისსა და ზოგადად წინა ხელისუფლების დროს დაღუპულთა ხსოვნისთვის. ''

პაპუაშვილის წინადადების შესაბამისად უმრავლესობის წევრები ფეხზე წამოდგნენ, მაგრამ  არ წამომდგარან ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რასაც მმართველი გუნდის წევრის, ოთარ ჩრდილელის მხრიდან მათდამი შეურაცხმყოფელი  რეპლიკა მოჰყვა. მა სეეპასუხა ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ტარიელ ლონდარიძე, რაც  მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა.  . ლონდარიძესთან ჩხუბში ზურაბ ზვიადაურიც ჩაერთო, საქმე იქამდე მივიდა, რომ მისი დარბაზიდან იულებით გაყვანა გახდა საჭირო, თუმცა ვითარება არც ამის სემდეგ განმუხტულა.  სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა უკვე ”ქართული ოცნების” წევრ ომარ ნიშნიანიძესა და ”ნაციონალების” წარმომადგენელ გიორგი თედორაძეს შორის გაგრძელდა. მცურე ხნით ადრე ომარ ნიშნიანიძემ  განაცხადა, რომ „დაგვიანებული დასჯა კი არაა, დაგვიანებული არის გალახვა მაგათი, ამიტომაც დროზე უნდა გალახულიყვნენ, დროზე უნდა დასჯილიყვნენ და დღეს ეს არ მოხდებოდა. რაც შეეხება დასჯას, ამ ბიჭებსაც ვუთხრათ, თუ გინდა ყური ავუწიოთ, მე ვიტყოდი, რომ დავარიგოთ, რომ არჩევნების დღეს და არჩევნების პერიოდში არ შეიძლება მათი ცემა , თორემ ისე საცემები არიან. საქართველო მათ ხელებს ლოცავს, ვინც გალახა ბოკერია და ა.შ." 

 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...