მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,თავის თავი თვითონ გაილახა'' - ,,ქართული ოცნება'' თავის მართლების რეჟიმზეა გადასული

,,თავის თავი თვითონ გაილახა” – ,,ქართული ოცნება” თავის მართლების რეჟიმზეა გადასული

Published on

რაღაც ისე არ წავიდა. ,,ქართული ოცნება'' საქციელწამხდარია, თუმცა  იხტიბარს არ იტეხს.
პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე  კორცხელში ორგანიზებულ რბევას ეხმაურება და  არ გამორიცხავს, რომ  "ეს პროვოკაცია "ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდებოდა იმისთვის, რომ ხვალინდელ სხდომაზე  ევროპელ კოლეგებს წაქცეული, თუ ნაცემი ბოკერია-მელიას ფოტოები აუფრიალონ და საარჩევნო პროცესის და მთლიანად, ხელისუფლების დისკრედიტაცია კიდევ ერთხელ სცადონ".
 
"ხელისუფლებაში ახლა ჩვენ ვართ და განცხადებებით ვერ შემოვიფარგლებით. თუ კანონი დაირღვა, პროვოკაცია დაიგეგმა, განხორციელდა თუ კიდევ იგეგმება, არ ვიცი, პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას. საარჩევნო პროცესისთვის, ხმის მიცემისთვის ხელშეშლა, ამომრჩეველზე ზეწოლა, უბნებზე წესრიგის დარღვევა, ძალადობა, ცემა დანაშაულია და სწორედ, სამართალდამცავი ორგანოებისგან, პოლიციისგან მოვითხოვ შესაბამის და დროულ რეაგირებას, თუ ვინმე ქვას ისვრის, განცხადებით კი არა კანონით უნდა ვუპასუხოთ. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს ძალადობა ამ ქვეყანაში და ამისთვის კონკრეტული მოქმედება და დანაშაულის აღკვეთაა საჭირო, ვინც არ უნდა ჩაიდინოს ის",-აცხადებს კობახიძე. 
 

სიახლეები

სუს-ის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო...

ავალიანის საქმეზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს ხელახლა იმსჯელებს

ახალი ბრალი გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს - მოზარდების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს ხელახლა...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, კახეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს...

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...