მთავარისიახლეებიპოლიტიკაკორცხელის 53 - ე საარჩევნო უბანზე ზუგდიდში, სუს-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების...

კორცხელის 53 – ე საარჩევნო უბანზე ზუგდიდში, სუს-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების შენობაში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპული ოფიცრის ზვიად ლაგვილავას დედა მივიდა

Published on

კორცხელის 53 – ე საარჩევნო უბანზე კვლავ დაძაბულობაა. შელაპარაკება, რომელიც მოყვა  ,, ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენელთა პროტესტს   ,,ქართული ოცნების'' წარმომადგენელთა მიმართ უბნის გარეთა პერიმეტრზე უცნობი ,,კუნთმაგარი პირების" ყოფნის გამო, ჩაცხრა, თუმცა  უბანზე ისევ ხმაურია. 

 უბანზე შვილის სურათით ხელში მივიდა ზუგდიდში, სუს-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების შენობაში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპული ზვიად ლაგვილავას დედა, რომელმაც განაცხადა, რომ მმართველი პარტიის  კანდიდატს  არა აქვს მორალური უფლება მონაწილეობა მიიღოს კორცხელის მაჟორიტარის არჩევნებში, რადგან,. მისი განცხადებით, ხელისუფლება მთელი ძალით ცდილობს შეაფერხოს ზიად ლაგვილავას დაღუპვის გარემოებათა ობიექტური გამოძიება და მიჩქმალოს მომხდარის ნამდვილი არსი, ხელი შეახოცოს ,,მეისრეებს'', მაშინ როდესაც არაერთი მტკიცებულება მიუთუითებს იმაზე, რომ ეს იყო მისი შვილის წინააღმდეგ დაგეგმილი და განხორციელებული ტერორისტული აქტი. 

შეგახსენებთ,  სუს-ის სპეცრაზმის უფროსი, 32 წლის ზვიად ლაგვილავა ასული წლის ოქტომბერში  სუს-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების შენობაში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა . აფეთქების დროს იგი თავის კაბინეტში იმყოფებოდა და ადგილზე გარდაიცვალა.

 

 

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...