მთავარისიახლეებიპოლიტიკაკორცხელის 53 - ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა

კორცხელის 53 – ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა

Published on

რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში, 53 -ე საარჩევნო უბანზე,,ქართული ოცნებისა’’ და ,,ნაციონალური მოძრაობის’’ კანდიდატთა წარმოადგენლებს  შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

შელაპარაკება გამოიწვია ,,ქართული ოცნების" პრეტენზიებმა უბნის გარეთა პერიმეტრზე  ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა სიმრავლის გამო და მოთხოვნამ  გადაადგილდნენ უფრო მოშორებულ ადგილზე, თავის მხრივ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მათ მიუთითეს   იქვე მდგარ ათამდე უცნობ   პირზე, სპორტული აღნაგობის  ახალგაზრდებზე , რომელნიც   ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭეთა აზრით  მიზანმიმართულად ჩამოიყვანეს კორცხელში ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიური წნეხის მიზნით . 

თავად ,,სტუმრები’’ საარჩევნო უბანთან თავიანთი დემონსტრატიული დგომის მიზეზს  ცინიკურად განმარტავენ მით, რომ კორცხელში არჩევნების მისალოცად ჩამოვიდნენ.

ინცინდენტი ამ დროისათვის განმუხტულია, თუმცა სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება.

 შეგახსენებთ, კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის-   ვარადებულ ლაშხია ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან"), ამირან ლაგვილავა ( "ქართული ოცნებიდან") და თეონა ქარდავა ("თავისუფალი საქართველოდან")  

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...