მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილის მომავალი არის იანუკოვიჩისა და ასლან აბაშიძის ბედი – მიხეილ...

ივანიშვილის მომავალი არის იანუკოვიჩისა და ასლან აბაშიძის ბედი – მიხეილ სააკაშვილი კორცხელში მომხდარს ეხმაურება

Published on

 საქართველოს მესამე  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის რაიონში მომხდარ მოვლენებს აფასებს. თუსთავი 2 –ისთვის მიცემულ კომენტარებში იგი აცხადებს, რომ ეს იყო საქართველოს და მათ შორის სამეგრელოს შეურაცხყოფა.

“ის რაც მე ვიხილე ტელევიზიით ერთი ერთზე გაქვს და იმეორებს იმას, რასაც ასლან აბაშიძე აკეთებდა მისი მმართველობის ბოლო წლებში. ადგილობრივი პრო რუსი ფეოდალი, რომელიც ცდილობდა ძალადობით დაშინებით, ვიღაც ბანდიტების მეშვეობით შეეჩერებინა ხალხის ლტოლვა თავისი პოლიტიკური აზრის გამოხატვისკენ და ხელისუფლების შეცვლისკენ. ასლან აბაშიძემ წააგო ყველაფერი და იძულებული იყო გაქცეულიყო საქართველოდან. ასეთივე ბედი ეწევა ვინც განახორციელეს ეს ძალადობა. დღეს ივანიშვილი მოქმედებს ზუსტად ისევე როგორც ასლან აბაშიძე. ითვისებს ახალ-ახალ მიწებს, იღებს ახალ ქონებებს, მოქმედებს ისე როგორც მოქმედებდა ბოლო წლებში იანუკოვიჩი, რომელმაც მიითვისა კიევის ცენტრში მიწები, მოიწყო ახალ-ახალი ქონებები და ეყრდნობოდა ბანდიტების ჯგუფს, რომელიც უხეში ძალის გამოყენებით აშინებდნენ და ცდილობდნენ გაეჩუმებინათ ოპონენტები. ამაზე ვსაუბრობდი მე შარშან, როცა ვაფრთხილებდი ყველას, რომ რუსთავი 2-ის მოვლენების გარშემო ივანიშვილი ყველაფერზე წამსვლელი იყო. ივანიშვილი ყველაფერზე წამსვლელია რათა თავისი მიტაცებული ქონება შეინარჩუნოს. ტყუილით მოპოვებული ძალაუფლება შეინარჩუნოს და საქართველო ჯიბეში ჩაიდოს. მაგრამ ის არ იცნობს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი არის უფრო ბევრად მაღლა მდგომი ვიდრე ეს გაუნათლებელი ჭორვილელი ოლიგარქი. ქართველი ხალხი არის თავისუფლების მოყვარული ხალხი და ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება და დამარცხდება წელს. მომავალს ვერანაირი წარსული ბოროტი ძალები ვერ შეაჩერებს, ეს დღეს სცადეს მათ სამეგრელოში, ეს იყო საქართველოს და მათ შორის სამეგრელოს შეურაცხყოფა. ივანიშვილის მომავალი ეს არის იანუკოვიჩის და ასლან აბაშიძის ბედი, შეიძლება კიდევ უფრო უარესიც თუ დროზე არ მოვიდა გონს. საქართველო დაბრუნდება თავსი განვითარების გზაზე და ჩვენ გვექნება მშვიდობიანი, დაცული  მომავალი,“- განაცხადა სააკაშვილმა.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...