მთავარისიახლეებიპოლიტიკაამირან ლაგვილავას ბრამსები აერია

ამირან ლაგვილავას ბრამსები აერია

Published on

 

ქართული ოცნების კანდიდატმა კორცხელის შუალედურ არჩევნებზე საკუთარი არჩევანის გაკეთების შემდეგ მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტების კითხვაზე „თუ როგორ შეაფასებს ის დღეს მომხდარ ფაქტს“, ამირან ლაგვილავას განცხადებით, დღეს მომხდარი ძალადობა ქართული ოცნების მიერ იყო ინსპირირებული. თუმცა მოგვიანებით მან შეცდომა გამოასწორა და განაცხადა, რომ არა ქართული ოცნება, არამედ ნაციონალური მოძრაობა არის დღეს მომხდარ ძალადობაში დამნაშავე. მოგვიანებით, დეპუტატობის კანდიდატმა სპეციალური განცხადებას გაავცელა აღნიშნულთან დაკავშირებით: “ტელეკომპანია “ოდიშისთვის” მიცემულ კომენტარში ჩემი ინტერვიუდან გაიპარა ტექნიკური შეცდომა, რაც გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ დღეს სამეგრელოში “ნაციონალური მოზრაობის” მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროვოკაციული ქმედებების გამო არჩევნები საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. კერძოდ, ერთ-ერთ ნაწილში ვამბობ, რომ სამეგრელოში განვითარებული მოვლენები, დაპირისპირება არის ქართული ოცნების ბრალი.ალბათ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ვგულისხმობდი “ნაციონალურ მოძრაობას”, რასაც იმავე ინტერვიუში ვასწორებ კიდეც, თუმცა მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან ჩემი კომენტარი გავრცელდება არასწორი ინტერპრეტაციით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ დღეს, სამეგრელოში მომხდარ ყველა დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება “ნაციონალურ მოძრაობას”!ყველა მედიასაშუალებას, განსაკუთრებით კი “ნაცმოძრაობის” სატელიტ მედისაშაუალებებს მოვუწოდებ ისარგებლებლონ ჩემი ამ კომენტარით. ტელეკომპანია “ოდიშს” კი მოვუწოდებ, ჩაასწორონ ჩემს მიერ მიცემული კომენტარი”, – განაცხადა ლაგვილავამ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა კახა მიქაიამ მედიისთვის გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული ოცნების კანდიდატი კორცხელის შუალედურ არჩევნბზე ამირან ლაგვილავა ნაციონალური მოძრაობის წევრია. აღნიშნული ფაქტის დასტურად მიქაიამ დეპუტატობის კანდიდატის პარტიული მოწმობაც გაავცელა.

 

 

სიახლეები

ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის

ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე „TV პირველს“ ტოვებს და პოლიტიკაში მიდის. დღეების წინ პროსახელისუფლებო არხის მიერ...

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ – განათლების სფეროს წარმომადგენლებმა მარში დააანონსეს

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ - ასეთი გზავნილით გამოვიდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხელისუფლების...

სამთავრობო კომისია საწვავის ფასების შესწავლას იწყებს

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად,...

ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა - ამის შესახებ ადვოკატი მარიმა ჩხეიძე იუწყება. ინფორმაცია...