მთავარისიახლეებიპოლიტიკამარტოკამ უნდა ვიომო... გოგი თოფაძის წინადადება და თამაზ მეჭიაურის უარი

მარტოკამ უნდა ვიომო… გოგი თოფაძის წინადადება და თამაზ მეჭიაურის უარი

Published on

 მრეწველების ლიდერმა, გოგი თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა., რომ მისი პარტია მზად არის საარჩევნო სიაში ჩართოს  თამაზ მეჭიაური, თუკი მას ამის სურვილი ექნება.  – გოგი თოფაძის თქმით მისი პარტია სავსებით იზიარებს თამაზ მეჭიაურის პოზიციებს ნატო-სა და ევროკავშირთან დაკავშირებით და თვლის, რომ  პარლამენტში სწორედ ასეთი ქართველი პატრიოტები უნდა იყვნენ და ,,კოსმოპოლიტები, რომელნიც  უცხოელების გრანტებით გაზულუქებულები აწვებიან თავისას”, 

”ბოლო ერთი კვირაა ყველა თამაზ მეჭიაურს აკრიტიკებს. ის არის შესანიშნავი სპეციალისტი, საქართველოს პატრიოტი და არასოდეს, საკუთარი პოზიცია არ შეუცვლია. ყოველთვის თავისი ქვეყნის სასიკეთო აზრებს გამოთქვამდა. არის პრინციპული ადამიანი და თუკი თამაზი გამოთქვამს სურვილს, რომ ჩვენგან იყაროს კენჭი, რა თქმა უნდა, სიამოვნებით მივიღებთ მის თხოვნას”, – განაცხადა გოგი თოფაძემ, თუმცა დასძინა, რომ ამ საკითხზე თავად მეჭიაურთან კონსულტაციები არ შემდგარა.   

 ”ბატონ გოგის დიდ პატივს ვცემ და მადლობას მოვუხდი, მაგრამ ჯერ ჩემს თანამოაზრეებთან ვმართავ კონსულტაციებს და არ გამოვრიცხავ, ჩვენ თვითონ შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ბატონ გოგისთან და მის პარტიასთან დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებს. ამ ეტაპზე გამოვრიცხავ სხვა პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილეობას”, – ასე გამოეხმაურა  გოგი თოფაძის განცხადებას  თამაზ მეჭიაური, რომელმაც ამ დღეებში არაერთგზის აღნიშნა, რომ 
,, საკუთარ პარტიას ქმნის და შესაბამისად, სხვა პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას არ განიხილავს. ''

 

სიახლეები

სასამართლომ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ პრეზიდენტის სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირის აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში...

გერმანია უკრაინას ზამთრის პერიოდში დამატებით €170 მილიონით დაეხმარება

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში საუბრისას განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდასა და...

შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1991...

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აღარ არ­სე­ბობს-სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აღარ ჰყავს, მისი თქმით ახლა ქვეყანას მარიონეტი მთავრობა...