მთავარისიახლეებიკონფლიქტებიხურჩაში მომხდარი მკვლელობის გარემოებათა აფხაზური ინტერპრეტაცია – ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო პროკურატურის პირველი...

ხურჩაში მომხდარი მკვლელობის გარემოებათა აფხაზური ინტერპრეტაცია – ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო პროკურატურის პირველი განცხადება თითქმის ორდღიანი დუმილის შემდეგ

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო პროკურატურამ აღძრა ,,სისხლის სამართლის საქმე საქართველო –აფხაზეთის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის ფაქტზე''. ეს არის პირველი ინფორმაცია ხურჩაში მომხდარი მკვლელობის შესახებ, რომელიც თითქმის ორი დღის დუმილის შემდეგ გამოჩნდა აფხაზურ მედიაში . საინფორმაციო სააგენტო ,,აფსნი  რუ'' გენპროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ,,გენპროკურატურას განზრახული აქვს მიმართოს აფხაზეთის რესპუბლიკის შს სამინისტროს ჟენევის დისკუსიების მეშვეობით გამოითხოვოს საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისაგან ამ დროისათვის მოძიებული მონაცემები თავის საგამოძიებო პროცესში გამოყენებისათვის, ვინაიდან აფხაზეთის საგამოძიებო ორგანოებს არა აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ უშუალოდ მკვლელობის ადგილზე  და შეკრიბონ მტკიცებულებები, რამდენადაც შეზღუდული არიან  საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლაში''.  

დე – ფაქტო აფხაზეთის გენპროკურატურის ინტერპრეტაციით, ,,19 მაისს აფხაზეთ –საქართველოს საზღვარზე მოქმედი ნაბაკევის საკონტროლო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, სოფელ ბათაიგუარაში, რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებსა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას შორის  მოხდა ინციდენტი, მას შემდეგ, რაც  გიგა ოთხოზორიას უარი ეთქვა  აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლაზე, რამდენადაც ვერ წარმოადგინა სათანადო ნებართვის მისაღებად აუცილებელი  საბუთები. ინცინდენტი გადაიზარდა  ჩხუბში, რომელმაც გადაინაცვლა ქართულ მხარეზე, სადაც, არსებული მონაცემებით, გიგა ოთხოზორია მოკლულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის შედეგად.

,,ამ ფაქტზე აფხაზეთის სამხედრო პროკურატურამ სასაზღვრო რაზმის მოსამსახურის მიმართ აღძრა სისხლის სამართლის საქმე აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის პირველი ნაწილის 99 – ე მუხლით ( განზრახ მკვლელობა) ''– ნათქვამია განცხადებაში.  

სიახლეები

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...