მთავარისიახლეებიკონფლიქტებიევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხურჩაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხურჩაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

Published on

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხურჩაში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ”წინასწარი შეფასებით, რომელიც ადგილობრივი თვითმხილველების მონათხრობს ეყრდნობა, უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სტრუქტურების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა გადმოკვეთეს ხიდი აფხაზეთის მხრიდან თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე და სროლა განახორციელეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აამოქმედა ცხელი ხაზი და ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლას. ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გამოძიება ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე მიმდინარეობს.ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გმობს ამ ფატალურ შემთხვევას. ჩვენ ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახს.ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმყოფება ადგილზე, აკვირდება ვითარებას, აგროვებს ინფორმაციას და მას ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გადასცემს. მისია დარჩება ადგილზე იქ, სადაც ამისი საჭიროება იქნება, მანამ, სანამ მოცემული საჭიროება შენარჩუნდება.ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს უმოკლეს ვადაში ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება და მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელთაც შესაძლოა სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიონ.თავად მოცემული ინციდენტი კი დამატებით მიუთითებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების სასწრაფო აღდგენის გადაუდებელ აუცილებლობაზე”, -ნათქვამია განცხადებაში.

 

სიახლეები

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...