მთავარისიახლეებისაზოგადოება„არა რუსულ ოკუპაციას“-სამოქალაქო სექტორმა ხურჩა-ნაბაკევის საზღვარზე მომხდარი მკვლელობა გააპროტესტა

„არა რუსულ ოკუპაციას“-სამოქალაქო სექტორმა ხურჩა-ნაბაკევის საზღვარზე მომხდარი მკვლელობა გააპროტესტა

Published on

ხურჩა-ნაბაკევის საზღვარზე დღეს სამოქალაქო სექტორის წარმოადგენლები მივიდნენ, რომლებმაც გუშინ მომხდარი ფაქტი გააპროტესტეს.ე. წ. საზღვარზე გუშინ მკვლელობა მოხდა, 1986 წელს დაბადებული, ბარღებიდან დევნილი გიგა ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ადგილზე მოკეს.მას სხეულზე ჭრილობები, თავში კი საკონტროლო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. არსებული ინფორმაციით, დაღუპულსა და აფხაზ მესაზღვრეს შორის შელაპარაკება მოხდა,ტყვარჩელის რაიონის მკვიდრმა, რაშიდ კანჯი-ოღლიმ ოთხოზორია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლა. შემთხვევის ადგილზე მოქალაქე აქტივისტებმა ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ უთხრეს უარი რუსულ ოკუპაციას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდეს.

 

გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები და ახლობლები პირად საუბრებში ამბობენ,რომ ის ოჯახში ერთადერთი შემომტანი იყო.მამამ ზურაბ ოთხოზორიამ 2 თვის წინ ინსულტის მძიმე ფორმა გადაიტანა და ამჟამად შშმ პირია.დედა პედაგოგია, ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.ცხოვრობენ ზუგდიდში ნაქირავებ ბინაში.

სიახლეები

პოლიციამ 75 წლის გურამ ქუხილავა დააკავა

პოლიციამ 75 წლის გურამ ქუხილავა დააკავა. ის, ცოტა ხნის წინ, სამსახურში აიყვანეს. ცნობისთვის, აქციების მუდმივ...

Bloomberg- ზელენსკის თქმით, უკრაინამ აშშ-სთან ერთად ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოება დაიწყო

Bloomberg-ის მიხედვით, 12 ნოემბერს ჩაწერილ ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინამ აშშ-სთან...

“ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოში დიქტატურა შედგა” – ბოკუჩავა

"ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოში დიქტატურა შედგა და ის თავად შედგა, როგორც დიქტატორი"...

MEGOBARI ACT – 380 მეტრიანი გზავნილი ანაკლიიდან ვაშინგტონში

სამოქალაქო აქტივისტებმა როსტო ზარანდიამ და ნოდარ სიხარულიძემ ანაკლიაში მდებარე საძოვარზე 380 მეტრიანი გეოგლიფი დაამზადეს,...