მთავარისიახლეებისაზოგადოებაკორცხელის დედათა მონასტერში ხანძარი ლოკალიზებულია

კორცხელის დედათა მონასტერში ხანძარი ლოკალიზებულია [Photo]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერს დღეს, საღამოს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად დამწვარია სახურავი და შენობის მესამე სართულის ნაწილი. მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირების განცხადებით, შენობა დედათა მონასტრის რეზიდენციის განყოფილებაა, სადაც სიწმინდეები და საკვები პროდუქტები ინახება. დედაოების განცხადებით, შენობაში არსებული ხატების და სიწმინდეების გატანა დროულად და უვნებლად მოხერხდა, ხანძრის დროს არც ერთი სასულიერო პირი არ დაშავებულა. მათი ინფორმაციით, ცეცხლის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ ელექტრო სადენებია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო – სამაშველო ბრიგადები. მეხანძრეები დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ლოკალიზებას.

ამ დროისთვის კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერში ცეცხლის კერები ლოკალიზებულია და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. 

 

სიახლეები

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...

ზელენსკის თქმით, მზადაა, რომ პუტინსა და ტრამპს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა, პუტინსა და ტრამპს მოლაპარაკებებისთვის თურქეთში შეხვდეს. მისივე...

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა - სამეფო საზღვაო...

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...