მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ოფთალმოლოგები უფასო კონსულტაციებს და კვლევებს ატარებენ.

ზუგდიდში ოფთალმოლოგები უფასო კონსულტაციებს და კვლევებს ატარებენ.

Published on

16 -18მაისს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ოფთალმოლოგები უფასო კონსულტაციებს და კვლევებს ატარებენ. აქციის ფარგლებში ტარდება ოფთალმოსკოპიისა და ტონომეტრიის კვლევა, რაც ხელს შეუწყობს თვალის გავრცელებული დაავადებების, მათ შორის კატარაქტისა და გლაუკომის დიაგნოსტირებასა და დროულ მკურნალობას.დღეს კატარაქტის ქირურგიული მკურნალობა მაღალდონეზეა. ის არ მოითხოვს პაციენტის სერიოზულ მომზადებას,კეთდება ამბულატორიულად, უმტკივნეულოა, გრძელდება რამდენიმე წუთიდან ნახევარ საათამდე. შედეგი თვალსაჩინო ერთ საათში ხდება, გართულებათა ალბათობა მინიმალურია, აღდგენის პერიოდი ხანმოკლე.ადრე არსებული მოსაზრება, ოპერაციის გასაკეთებლად კატარაქტის მომწიფების აუცილებლობის შესახებ მცდარია, დაავადების ადრეულ ეტაპზე ქირურგიული ჩარევა უკეტეს შედეგს იძლევა.ჩატარებული ოპერაციების შედეგებით კმაყოფილი არიან პაციენტებიც.ოპერაციული მეთოდების რაციონალური გამოყენება უზრუნველყოფს ეფექტურ მკურნალობას, რაც გულისხმობს მაღალ ოპტიკურ შედეგებს თითოეული პაციენტისთვის.

სიახლეები

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება

რუსეთიდან გაჟღერებულ მუქარაზე ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარი კეთდება - ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ ვერანაირი...