მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ რიყეში ლიბერთი ბანკის ფილიალი გაქურდეს

სოფელ რიყეში ლიბერთი ბანკის ფილიალი გაქურდეს

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაქურდეს. სოფელში გუშინ პენსიის დარიგება დაიწყეს, დღეს კი პროცესი უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა აღმოჩნდა,რომ ლიბერთი ბანკის ფილიალიდან საპენსიო გასაცემი თანხა წაღებული იყო.როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, უცნობმა პირებმა ბანკში არსებული საპენსიო თანხა მთლიანად გაიტაცეს, ფაქტს თვითმხილველები არ ყავს. პოლიციამ პატრულირებისას შენიშნა საეჭვო გარემოება, რაც იმაში გამოიხატება,რომ კარი ღია იყო, ხოლო შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ რკინის და ცეცხლგამძლე სეიფი წაღებული იყო..   ბანკში სავარაუდოდ დასარიგებელი პენსიისა და სოციალური დახმარების თანხა ინახებოდა. ლიბერთი ბანკის ფილიალი სოფლის ცენტრში, სკოლის გვერდით მდებარეობს.ირკვევა, რომ შენობაში არ არის დამონტაჟებული არც ვიდეოთვალი და არც სიგნალიზაცია.მომხდარს სამართალდაცავები იძიებენ. 

სიახლეები

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს -...

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - 26 პროვინციიდან 8 უკვე ინფიცირებულია,...

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...