მთავარისიახლეებისაზოგადოებაქორეოგრაფიულ სტუდია „კოლხას „ძმები მოსიების სახელობის დიპლომი გადაეცა

ქორეოგრაფიულ სტუდია „კოლხას „ძმები მოსიების სახელობის დიპლომი გადაეცა

Published on

14 მაისს ზუგდიდის კულტურის ცენტრ ოდიშის დარბაზში სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის ქორეოგრაფიის  მოღვაწეთა კავშირის ორგანიზებით მეოთხედ ჩატარდა ლეგენდარული მოცეკვავეების ძმები მოსიების სახელობის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამეგრელოს რეგიონის ქორეოგრაფიული ანსამბლების მოცეკვავეებმა, რომელთა გამოსვლას აფასებდა სპეციალური ჟიური.საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი  მურმან გამისონია,ქორეოგრაფთა კავშირის  გამგეობის წევრი გოჩა გრძელიშვილი, ფოთის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი  გიგლა თურქია, ფესტივალის დირექტორი და დამფუძნებელი რომეო ბულია.ძმები მოსიების სახელობის ფესტივალის მონაწილეები იყვნენ როგორც ზუგდიდის, ასევე ჩხოროწყუს, ჯვარის, წალენჯიხის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ფოთის ქორეოგრაფიული ანსამბლები.ძმები მოსიების სახელობის დიპლომი გადაეცა ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის სკოლასთან არსებულ ლერი მოსიას სახელობის ქორეოგრაფიულ სტუდია კოლხას , რომლის ხელმძღვანბელები არიან ემირ, დათა და ინეზა ნადარეიშვილები.ფესტივალზე გამოვლინდნენ  ზუგდიდის გამარჯვებული ანსამბლები -„ იმედი „(სოფო შანავა, ლევან ფიფია) „სიჭაბუკე“- ქორეოგრაფი გურამ ჭკადუა „ცისკარი“( რომეო ბული,ა მაკა გვიჩია), „მტრედები“- გურგენ სამუშია, „თუთარჩელა“- მალხაზ გვარამია.“ სადადიანო“-გურამ ნარმანია. „ქერუბიმი“-ლევან გაბედავა,“ ლაზიკა“- პაატა ჟვანია, მადონა გეთია,ასევე ფესტივალს ყავდა დებიუტანტები ანსამბლი „სამება“-ხელმძღვანელები ნიკა ჯანაშია, ონისე ჭითაშვილი და  „ეგრისი“-ნიკა გამისონია და შარამუში ცაავა. გამარჯვებულ ანსამბლებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრებიგადაეცა.ჟიურის გადაწყვეტილებით ბრწყინვალების ორდენით  დაჯილდოვდა  ქორეოგრაფი გურამ ჭკადუა, ხოლო   უხუცესი ქორეოგრაფი ამაგდარის ორდენი გადაეცა ჩხოროწყუს ანსამბლის ქორეოგრაფს ჯემალ ჟვანიას.. ანსამბლ „კოლხას“ ქორეოგრაფი დათა ნადარეიშვილი ქორეოგრაფიული მოღვაწეთა კავშირის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა თამაზ მოსიამ ამაგდარის ორდენზე წარადგინა. ფესტივალი უკვე ტრადიციად იქცა და ის მეოთხე წელია ტარდება, ფესტივალის მხარდამჭერია ზუგდიდის კულტურის ცენტრი „ოდიში“(დირექტორი ნინო მამფორია)

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...