მთავარისიახლეებისაზოგადოებამათთვის, ვისთვისაც დღევანდელი წვიმა მოულოდნელი აღმოჩნდა...

მათთვის, ვისთვისაც დღევანდელი წვიმა მოულოდნელი აღმოჩნდა…

Published on

დღეს, ნაშუადღევს  ზუგდიდში უმნიშვნელო  პაუზებით წამოვიდა  ძლიერი წვიმა დასავლეთის ქარის თანხლებით.  გარემოს ეროვნულ სააგენტოს გაცხადებით ასე გაგრძელდება ხვალაც, რადგან მომდევნო კვირის პროგნოზებით ამინდები არამდგრადი იქნება მთელ საქართველოში. 16 მაისს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წ, ზოგან ძლიერი – 20-25 მ/წ. ასევე, ცალკეულ მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება.

ჰაერის ტემპერატურა კოლხეთის დაბლობზე იქნება ღამით – 13-18 OC, დღისით -18-23OC. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა ბარში იქნება ღამით – 13-18 OC, დღისით – 20-25 OC, მთაში ღამით – 7-12 OC, დღისით – 16-21 OC, მაღალ მთაში ღამით – 4-9 OC, დღისით – 10-15 OC. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღეს ღამით 16 OC იქნება, ხვალ კი – 22 OC.
საქართველოს მასშტაბით 17 მაისიდან ჰაერის ტემპერატურა მცირედით მოიმატებს, თუმცა დროგამოშვებით იწვიმებს. 

სიახლეები

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს -...

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - 26 პროვინციიდან 8 უკვე ინფიცირებულია,...

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...