მთავარისიახლეებისაზოგადოებაკონსტანტინე გამსახურდიას 123 წლის იუბილესთან დაკავშირებით "რესპუბლიკურმა პარტიამ" მიღება გამართა

კონსტანტინე გამსახურდიას 123 წლის იუბილესთან დაკავშირებით “რესპუბლიკურმა პარტიამ” მიღება გამართა

Published on

ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე გამსახურდიას 123 -ე საიუბილეო წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ინიციატივით და ორგანიზებით ზუგდიდში, დადიანების ისტორიული სასახლის ეზოში მიღება მოეწყო, რომელსაც რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმღვანელთან გიორგი თოდუასთან და პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად დაესწრო. მიღებაზე, სიტყვით გამოსვლისას პარტიის ლიდერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა კონსტანტინე გამსახურდიას პიროვნებაზე, მის შემოქმედებაზე და იმაზე ისაუბრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია პარტიისთვის მისი ინტელექტუალური მემკვიდრეობა და ქვეყნის დასავლურ განვითარებაში შეტანილი წვლილი.

"საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი თოდუას განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაიწყება ინიციატივის გაჟღერება და მუშაობა ზუგდიდში კონსტანტინე გამსახურდიას მემორიალის განსათავსებლად.

საზეიმო მიღებამდე რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა ზუგდიდში, ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვიად გამსახურდიას ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

სიახლეები

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს -...

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - 26 პროვინციიდან 8 უკვე ინფიცირებულია,...

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...