,,ქართული ოცნების” რეიტინგის ვარდნაზე უკვე მისივე შიდაკვლევის შედეგებიც მეტყველებს

0
361

საქართველოს ახალი ამბების სააგენტო  "ჯი-ეიჩ-ენი" აქვეყნებს მის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ინფორმაციას 3-5 მაისს  "ქართული ოცნების"  დაკვეთით ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგების შესახებ.
კვლევის ამოცანას წარმოადგენდა იმის გარკვევა, თუ როგორია რესპოდენტთა მოსაზრება მომავალ მთავრობასთან დაკავშირებით.

რესპოდენტებისათვის დასმული კითხვა შემდეგი სახით იყო ფორმულირებული:"რომელი კოალიციური მთავრობა იქნება არჩევნების შემდეგ?"

გამოკითხული 1000 რესპოდენტიდან მხოლოდ 10.5%-ს სჯერა, რომ "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას.

"ქართული ოცნების" გამოკითხული რესპოდენტების 11.6% მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობა შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას.

კვლევის შედეგების მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებასთან" 1.1%-ით უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. 

უნდა აღინიშნოს, რომ "ქართული ოცნება" სამომავლო კოალიციურ მთავრობაში საკუთარ პარტნიორებად ძირითადად პრორუსულ ძალებს განიხილავს.

კვლევის დამკვეთის "ქართული ოცნების" მიერ რესპოდენტებისთვის შეთავაზებული სავარაუდო კოალიციების რიგითობა შემდეგი სახით გამოიყურება:
ქართული ოცნება, პატრიოტთა ალიანსი, მრეწველები – ამ სახის კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას უშვებს რესპოდენტების – 12.7%;ქართული ოცნება, პატრიოტთა ალიანსი, მრეწველები, ბურჯანაძე, ეროვნული ფორუმი – 14,3%;

რაც შეეხება პროდასავლურ ძალასთან ალიანსს, "ქართული ოცნება" ასეთ შესძლო პარტნიორად"რესპუბლიკელებს" განიხილავს და ამ პოლიტიკური ძალებისგან კოალიციური მთავრობის ფორმირებას ვარაუდობს გამოკითხულთა – 12.3%. შესაბამისად, "ქართულ ოცნებას" დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირების ყველაზე დაბალი შანსი აქვს, ხოლო ყველაზე მაღალი შანსი პრორუსულ პოლიტიკურ ძალებთან კოალიციის დროს.

რაც შეეხება ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს. გამოკითხვის შედეგების მიხედვით;
მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისგან დაკომპლექტებულ მთავრობას ვარაუდობს გამოკითხულთა – 11,6%;
ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები – 12,4%;
ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები, გირჩი – 12,8%;
ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები, გირჩი, რესპუბლიკელები – 13,4%;

როგორც 1-3 აპრილს ჩატარებული შიდაკვლევის დროს, ამჯერადაც გაუგებარი ხდება რა პრინციპის მიხედვით აჯგუფებს "ქართული ოცნება" საკუთარ ან ნაციონალური მოძრაობის პარტნიორებად ცალკეულ პოლიტიკურ ძალებს.

3-5 მაისს გამოკითხვები ჩატარდა თბილისში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში, გორში, მარნეულში, რუსთავში და ოზურგეთში.

ყველაზე ნაკლები ნდობა "ქართულ ოცნებას" აქვს ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში, ყველაზე მაღალი მარნეულსა და ოზურგეთში.

ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე დაბალი ნდობა აქვს მარნეულსა და ოზურგეთში, ყველაზე მაღალი – ზუგდიდში, ახალციხესა და ბათუმში.

წინა სტატიადღეს თბილისში ,,ქართული ოცნების” პარტიული ყრილობა იმართება
შემდეგი სტატია“ეს მემკვიდრეობა ჩვენია”- გამოფენა ზუგდიდში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური