მთავარისიახლეებისამართალი,,სრული სამართლებრივი კატასტროფა'' - არასაპარლამენტო ოპოზიცია რუსთავი 2 - ის საქმის...

,,სრული სამართლებრივი კატასტროფა” – არასაპარლამენტო ოპოზიცია რუსთავი 2 – ის საქმის შესახებ

Published on

 განახლდა რუსთავი 2-ის საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.  პროცესი რუსთავი 2 – ის მხარდამჭერთა საპროტესტო განწყობის ფონზე მიმდინარეობს- კოლეგიამ არცერთი შუამდგომლობის დასრულების საშუალება არ მისცა რუსთავი 2-ის იურისტებს და კომპანიის გენერალურ დირექტორს და ამ უკანასკნელის პროტესტს უპასუხა იმით, რომ 500 ლარის ოდენობის  დააჯარიმა  დაააკისრა მას. 

სასამართლო პროცესი დატოვა არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა. მათ მიმდინარე პროცესს სრული სამართლებრივი კრახი უწოდეს.ისინი აცხადებენ, რომ დღევანდელი განხილვა  სასამართლო წარმოადგენს მხარეს, რადგან მისი მხრიდან  ხდება სიტყვის თავისუფლებისა და  პოზიციების გამოხატვის შეზღუდვა რუსთავი 2 – ის ინტერესების წარმომდგენთათვის პროცესის მსვლელობაში. 

 – ასე შეაფასა პოლიტიკური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი რუხაძემ, რომელის პროცესს ესწრებოდა.

"სრული სამართლებრივი კატასტროფა",  ,,ტენდენციური და კვალიფიკაციის ნაკლებობის მქონე ''- ასე აფასებენ დღევანდელ პროცესსა და მოსამართლე ნაზღაიძეს  სასამართლოს დარბაზსა და მის გარეთ შეკრებილები. 

შეგახსენებთ, კოლეგია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებების კანონიერებაზე მსჯელობს. ტელეკომპანია თამაზ ურთმელიძის მიერ დადებული ყადაღის მოხსნას და რაც მთავარია, 100 %-იანი წილის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.

შეგებებული მოთხოვნა აქვს მოპასუხესაც, ხალვაშის ადვოკატები კომპანიის ლოგოსა და გადაცემებზე საავტორო უფლების აღიარებას ითხოვენ. 

სიახლეები

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ...