მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ნარმანია საკრებულოს 17 მაისს ეწვევა

დავით ნარმანია საკრებულოს 17 მაისს ეწვევა

Published on

თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს 17 მაისს ეწვევა, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” დედაქალაქის საკრებულოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებსა და დედაქალაქის მერს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ დავით ნარმანია თბილისის წარმომადგენლობით ორგანოს 17 მაისს ეწვევა და საზოგადოებას თაბორის მთაზე 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საჯარო, პირობიანი აუქციონის წესით გასხვისებასთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის. 

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მუნიციპალიტეტმა მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მიიღო. 

,,აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა. მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებსა და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შორის ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები, შესაბამისად საკითხი დეტალურადაა განხილული და წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობის წევრებს კითხვები არ გაგვაჩნია. მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან მედიასაშუალებებში არაერთი განმარტება გაკეთდა, მაგრამ, რადგან აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით, საზოგადოებაში კვლავ არსებობს კითხვები, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებსა და დედაქალაქის მერს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ დავით ნარმანია თბილისის წარმომადგენლობით ორგანოს 17 მაისს ეწვევა და ყველა კითხვას უპასუხებს“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. 
დღესვე საკრებულოს თავმჯდომარემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 29 ჰექტარიდან მხოლოდ 2 ჰექტარზე იგეგმება მშენებლობები, დანარჩენი ტერიტორია კი სარეკრეაციო ზონას დაეთმობა და თბილისს შეემატება გამწვანებული, დასასვენებელი სივრცე, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის დედაქალქს, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის ასევე ტურისტებისთვის. 

interpressnews.ge

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...