მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძემ ნაცმოძრაობას, შესაძლოა, ახალგაზრდული ფრთა წაართვას- რამაზ საყვარელიძე

გიორგი ვაშაძემ ნაცმოძრაობას, შესაძლოა, ახალგაზრდული ფრთა წაართვას- რამაზ საყვარელიძე

Published on

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ნაცმოძრაობაში მიმდინარე პროცესები მამათა და შვილთა დაპირისპირებას წარმოადგენს.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობიდან "გირჩის" და გიორგი ვაშაძის გამოყოფა, შიდა დაპირისპირებაზე მიანიშნებს და ასევე იმაზე, რომ პარტიის პოლიტიკა პარტნიორებთან ურთიერთობისას ძალადობრივია.

როგორც პოლიტოლოგმა პრესკონფერენციაზე განმარტა, გიორგი ვაშაძე ნაციონალურ მოძრაობაში ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკოსი იყო, ამიტომ, არ გამორიცხავს, ვაშაძის მიერ ახალი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბების შემთხვევაში, მან ნაცმოძრაობას ახალგაზრდული ფრთა წაართვას, რაც არჩევნების შედეგებში შესაბამისად აისახება.

საყვარელიძის თქმით, თუ პარტიაში შიდა წნეხი მაღალია, წინა საარჩევნო პერიოდში ნაცმოძრაობიდან სხვა წევრების წამოსვლაც გამორიცხული არაა.

ამასთან, პოლიტოლოგის ვარაუდით, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ნაცმოძრაობაში მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა, წინა საარჩევნო პერიოდში სხვა პარტიებშიც იჩინოს თავი.

 

მედიანიუსი

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...