მთავარისიახლეებისაზოგადოებალტოლვილთა დანიის საბჭომ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული მეწარმეები დააჯილდოვა

ლტოლვილთა დანიის საბჭომ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული მეწარმეები დააჯილდოვა

Published on

ლტოლვილთა დანიის საბჭომ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული მცირე და საშუალო მეწარმეების ბიზნეს აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიალი გამართა.

ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) პარტნიორობით და ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით 2015-2016 წწ. ახორციელებს მასშტაბურ პროექტს „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე – ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის”. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით. პროექტი საქართველოს 5 ქალაქში ხორციელდება: ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი.

 

სამეგრელოს რეგიონში ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მცირე და საშუალო მეწარმეებმა მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებულ ბიზნეს წინადადების ავტორებს ორგანიზაციამ ბიზნესის განსავითარებლად თითოეულს 4000 ევროს ღირებულების ინვენტარი გადასცა. 18-ივე მეწარმე ამჟამად ბიზნესს სამეგრელოს ტერიტორიაზე აწარმოებს. მიღებული აღჭურვილობა ხელს შეუწყობს მათი ბიზნესისა და საარსებო წყაროების ზრდას.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...