მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ: სიის ათეულში არმოხვედრის გამო ვაშაძის განაწყენება უპასუხისმგებლობაა

ენმ: სიის ათეულში არმოხვედრის გამო ვაშაძის განაწყენება უპასუხისმგებლობაა

Published on

გიორგი ვაშაძის მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვებასთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს და ამ ნაბიჯს უპასუხისმგებლოსა და არასერიოზულს უწოდებს. ენმ განმარტავს, რომ ვაშაძის განაწყენება საარჩევნო სიის ათეულში არმოხვედრამ გამოიწვია.

"პარტიის პოლიტსაბჭოზე ჩვენ დამავტკიცეთ საპარლამენტო სიის ფორმირების პრინციპები. მათგან ერთ-ერთი უმნიშნელოვანესია განახლების პრინციპი. ამის გამო ფრაქციის და პარტიის ლიდერთა მნიშნელოვანმა ნაწლმა მზადყოფნა გამოთქვა სიის სათავეში ადგილი დაუთმოს საზოგადოებისთვის ცნობილ ფიგურებს, რომელთა როლი გადამწყვეტი უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლასა და გამარჯვების შემდგომ, ქვეყნის რეფორმირებაში. ამ ფონზე, გიორგი ვაშაძის ან ნებისმიერის სურვილი აუცილებლად წარმოდგენილი იყოს სიის ათეულში არ იქნა გაზიარებული. ათეულში ვერ მოხვედრის გამო განაწყენება და წასვლა, არასერიოზული და უპასუხისმგებლო საქციელია. ივანიშვილის რეჟმთან ბრძოლაში, ყველამ უნდა შეძლოს ამბიციების დაოკება. ვინც საკუთარი ამბიციების და მით უმეტეს, ათეულში ყოფნის გამო, ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ის ცდილობს ივანიშვილის წისქვილზე დაასხას წყალი. მაგრამ ეს ივანიშილს ვერ უშველის. ჩვენ მას, ქართველ ხალხთან ერთად დავამარცხებთ ოქტომბრის არჩევნებში, – ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი ვაშაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღეს დატოვა. ის მოძრაობის შექმნას გეგმავს.

სიახლეები

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ...

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე...

ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის-კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო...

2015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურის განცხადებით, 2015 წელს გიორგი კვარაცხელიას ჯგუფური განზრახ მკვლელობის საქმე გახსნეს. ბრალის დადგენილება გამოსცეს...