მთავარისიახლეებისაზოგადოებამლოცველთა ჯგუფი დღეს სვეტიცხოვლიდან ენგურის ხიდის მიმართულებით გაემგზავრება

მლოცველთა ჯგუფი დღეს სვეტიცხოვლიდან ენგურის ხიდის მიმართულებით გაემგზავრება

Published on

წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის მლოცველთა ჯგუფი დღეს, მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან ენგურის ხიდის მიმართულებით გაემგზავრება. მსვლელობა 11:30 საათზე დაიწყება. ჯგუფი 23 მაისის ჩათვლით აპირებს ფეხით გაიაროს გზა მცხეთიდან ენგურის ხიდამდე.
მლოცველთა ჯგუფს ძირითადად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი პირები შეადგენენ. ჯგუფს ხელმძღვანელობს არქიმანდრიტი გიორგი გურჩიანი. წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის მლოცველთა ჯგუფი ყოველდღიურად, საშუალოდ, 20 კმ-ს ფეხით გაივლის. ყოველი დილა დაიწყება სამადლობელი ლოცვით, საღამოს კი შესრულდება სამადლობელო ლოცვა და პარაკლისი. 

ამასთან, მსურველებს საშუალება ექნებათ, აღნიშნულ გზას სხვადასხვა ეტაპზე შეუერთდნენ. წმინდა სვიმონ კანანელის მლოცველთა გზას მართლმადიდებელ მლოცველთა ჯგუფი პირველად გაივლის.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...