მთავარისიახლეებისაზოგადოებაXI საერთაშორისო ფესტივალი - “აღდგომიდან ამაღლებამდე“ დღეს ზუგდიდში ანდრია დადიანის სახელობის სკვერში...

XI საერთაშორისო ფესტივალი – “აღდგომიდან ამაღლებამდე“ დღეს ზუგდიდში ანდრია დადიანის სახელობის სკვერში საზეიმოდ გაიხსნა.

Published on

XI საერთაშორისო ფესტივალის – “აღდგომიდან ამაღლებამდე“ დღეს ზუგდიდში ანდრია დადიანის სახელობის სკვერში საზეიმოდ გაიხსნა.ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი სიმბოლურად ნონა გაფრინდაშვილის დაბადებისა და ვარსკვლავის გახსნის დღეს დაემთხვა..ქართველ მოჭადრაკეს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს დღეს, ჭადრაკის სასახლის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან.

ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა. ის იყო ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი.ფესტივალი მე-11 წელია ტარდება. ის 2006 წელს "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდისა" და "აკაკი რამიშვილის ფონდის – ტრადიცია და ინოვაცია"-ს მიერ დაარსდა. ზუგდიდში ფესტივალი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით იმართება. ფესტივალის ორგანიზატორია ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზია, რომელიც ჭადრაკის ფესტივალზე წარმოდგენილია ბეჭვაიების მრავალშვილიანი ოჯახიდან წარმოდგენილი გუნდით, რომლის ერთ-ერთი წევრი მაია ბეჭვაია წელს 14 წლამდე მოზარდთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა.ტურნირი ზუგდიდის საჭადრაკო კლუბში „ნონა“ გაიხსნა და დღესვე დასრულდება. ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას 18 ეპარქიის 24 გიმნაზიის აღსაზრდელები მიიღებენ, დღეს ჭადრაკის ტურნირით გაგრძელდება და ხვალ, 4 მაისს გიმნაზიელების მიერ ღვთისშობლის კვართის მოლოცვით, სააღდგომო ნახატებისა და ნაკეთობების გამოფენითა და საზეიმო კონცერტით დასრულდება.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...