მთავარისიახლეებისაზოგადოებაქობულეთში, 11 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ

ქობულეთში, 11 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ

Published on

ქობულეთში, შუახნის მამაკაცს ადგილობრივი მოსახლეობა 11 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. მამაკაცის სახლთან, წუხელ, რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ შეკრებილი და მის დასჯას ითხოვდნენ. ადგილზე იყო პოლიციაც. სამართალდამცველებმა ადგილობრივებს სახლში შეჭრის საშუალება არ მისცეს.

არსებული ინფორმაციით, სახლში მყოფი ქალბატონი შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეკრებილები მხოლოდ მას შემდეგ დაიშალნენ, როცა დარწმუნდნენ, რომ სახლში აღარავინ იმყოფებოდა. ადგილზე იმყოფებოდა საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ევგენიძეც. იგი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. სამართალდამცველებმა გამოკითხეს მცირეწლოვანის დედა.

„გააჩერა ამ მათხოვარმა და ეუბნება, ბიძია, წამომყევი ოჩხამურისკენ, კარგი კანფეტები იყიდებაო, გიყიდიო, გაგაკატევებო, ფულსაც მოგცემ და დედაშენს და შენს ძმას არ უთხრაო. მეორე შემთხვევა იყო 30 აპრილს – აჩერებს ჩემს 12 წლის ბიჭს და ეუბნება, რატომ უკრძალავ შენს დას ჩემს მანქანაში დაჯდომასო. არ აუკრძალო თორემ დედაშენს მოვკლავო ან დავაჭერინებო. ასახლდეს აქედან, არ გავაჩერებთ“, – განაცხადა მცირეწლოვანის დედა. 

საგამოძიებო უწყებაში დაიბარებენ გაუპატიურების მცდელობაში დადანაშაულებულ მამაკაცსაც. შს სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება იმ შემთხვევაში დაიწყება თუ დანაშაულის ნიშნები გამოვლინდება.

 

news.ge

სიახლეები

ავიაკატასტროფის ადგილზე 18 სამხედროს ცხედარია ნაპოვნი

სიღნაღში ავიაკატასტროფის ადგილზე 18 სამხედრო პირის ცხედარია ნაპოვნი. განცხადება ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა...

სანამ ანტიკორუფციული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი მე ვიქნები – რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ სანამ აღნიშნული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი თავად იქნება...

ვაგრძელებთ მოქმედებას აქტიური თავდაცვის პრინციპით – ოლექსანდრ სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ სხვადასხვა ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა,...

უკრაინაზე სწრაფი და საბოლოო გამარჯვება ვერ ხერხდება – რუსი პროპაგანდისტი პრილეპინი

კრემლისტი პროპაგანდისტი და ომის ერთერთი იდეოლოგი ზახარ პრილეპინი ამბობს, რომ უკრაინაზე სწრაფი გამარჯვება ვერ...