მთავარისიახლეებიკულტურათამაზ ჭილაძის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების დაჯავშნა დაიწყო

თამაზ ჭილაძის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების დაჯავშნა დაიწყო

Published on

მწერლის, დრამატურგისა და პუბლიცისტის თამაზ ჭილაძის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების დაჯავშნა დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაცია „არტ – უნივერსალის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ხატია ჯანაშიას ინფორმაციით, ბილეთის ღირებულება 20 ლარია და ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დარეკონ ნომერზე 568 42-82-82 და დაჯავშნონ ბილეთები.

შეგახსენებთ, რომ 28 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია „არტ – უნივერსალი“ ზუგდიდში საუკუნის პროექტს განახორციელებს. ორგანიზაციის დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის, ხატია ჯანაშიას ინფორმაციით, ამ დღეს ქალაქში გრანდიოზული ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ჩვენს ქალაქს სპეციალური მოწვევით ესტუმრებიან მწერალი, დრამატურგი და პუბლიცისტი თამაზ ჭილაძე, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა და კომპოზიტორი გია ყანჩელი. „არტ – უნივერსალის“ ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული პროექტი თამაზ ჭილაძის 85 წლის იუბილეს ეძღვნება. იუბილესთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი კლასიკოსი მწერლის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს – „ნადირობის სეზონს“ წარუდგენს მაყურებელს (დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუა, კომპოზიტორი გიაყანჩელი).
სპექტაკლში მონაწილეობენ: ია სუხიტაშვილი, გოგა ბარბაქაძე, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე, ზუკა პაპუაშვილი, ზაზა ბარათაშვილი, ანდრია თავბერიძე, კახა კუპატაძე, გაგი სვანიძე და ბექა სონღულაშვილი.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...