თამარ კვესიტაძის მიერ შექმნილი ,,ალი და ნინო'' მსოფლიოს ყველაზე რომანტიულ ქანდაკებად დასახელდა.
ბთუმში მდებარე ქანდაკება არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მისით მსოფლიო ვარსკვლავი ეშტონ კატჩერიც მოიხიბლა. ცნობას ამის შესახებ ავტცელებს რუსული პორტალი ,,НГС Туризм''.
ქანდაკება ბათუმში 2010 წელს დაიდგა. 7 მეტრიან ქალისა და მამაკაცის მოძრავ სკულპტურებს გარდასახვისთვის 40 წუთი სჭირდებათ, რომ ერთმანეთს შეუერთდნენ და სიყვარულისა და ერთიანობის სიმბოლოდ იქცნენ.
საუკეთესო ქანდაკებების ათეული სიყვარულის დღესთან დაკავშირებით გამოვლინდა და მასში ის საუკეთესო ნაუშევრები მოხვდნენ, რომელიც შეყვარებულ წყვილებში რომანტიკასა და სასიამოვნო გრძნობებს იწვევს.
რჩეული ქანდაკებების ათეული ასე გამოიყურება:
1. ალი და ნინო, საქართველო-ბათუმი
2. სიყვარულის კედელი-საფრანგეთი, პარიზი
3. შეხვედრის ადგილი-დიდი ბრიტანეთი ლონდონი
4. ჯულიეტას ქანდაკება-იტალია, ვერონა
5. რომეო და ჯულიეტა-აშშ, ნიუ იორკი
6. შადრევანი “შეყვარებულები ქოლგის ქვეშ”-ესტონეთი, ტარტუ
7. შერიგების სკამი-რუსეთი, მოსკოვი.
8. კარლი და ემილია-რუსეთი, სანკტ პეტერბურგი
9.სიყვარულის სფერო-რუსეთი, ჩელიაბინსკი
10. შეყვარებული ჩონჩხები-ტაილანდი, ჰონგ კაი.