მთავარისიახლეებიპოლიტიკაზურაბ აბაშიძე– "დღევანდელი საარჩევნო სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს"

ზურაბ აბაშიძე– “დღევანდელი საარჩევნო სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს”

Published on

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მისი პარტია მზადაა იმისთვის რომ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას მხარი დაუჭირონ. აბაშიძის თქმით არსებული სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს:

„ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ გავაკეთილშობილოთ დღევანდელი სისტემა რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. ეს იქნება გერმანული მოდელი თუ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა , ჩვენ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში ვართ აბსოლუტურად ღია და მზად ვართ განვიხილოთ.- ზურაბ აბაშიძე.

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული პროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც პარლამენტს 200 ათასი ხელმოწერის საფუძველზე წარედგინა.

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია პარლამენტის დაკომპლექტება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისგან. ოპოზიციის საკონსტიტუციო ცვლილებები 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის – პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დეპუტატებს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე აცნობს.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...