წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების მონიტორინგთან დაკავშირებით საიას ზუგდიდის ოფისში პოლიტიკურ პარტიებს შეხვდნენ

0
371
საიას ზუგდიდის ოფისი წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს იწყებს. ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებას გეგმავს, რომლის მეთოდოლოგიაც დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა მოისმინეს. შეხვედრას არ დასწრებია მხოლოდ სამთავრობო პარტია.ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მონიტორინგის განხორციელებისა და მსგავსი შეხვედრების აუცილებლობაზე საუბრობენ. პარტიებმა საიას წინასაარჩევნო გარემოსა და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე მიაწოდეს ინფორმაცია.პოლიტიკურმა პარტიებმა არასამთავრობო ორგანიზაციებტან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.საიაშიგანაცხადეს რომ მონიტორინგის სრულყოფილად ჩატარებისთვის აუცილებელია პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა.სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, საია აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მონიტორინგის განმავლობაში გამოვლენილი დარღვევები ასახული იქნება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ ერთიან ანგარიშში.

წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი კანონდარღვევების დროული გამოვლენისა და მათზე სამართლებრივი რეაგირებისთვის მნიშვნელოვანი იქნება საარჩევნო პროცესებში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან თანამშრომლობა, რათა შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დარჩეს შესაძლო კანონდარღვევის ფაქტები. დროული და დადასტურებული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, საიას ექნება შესაძლებლობა, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეს და კვალიფიციური კონსულტაცია გაუწიოს ნებისმიერ მსურველს.

წინა სტატიაეკა ბესელია და ძმები ბერძენიშვილები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიაარალეგიტიმური არჩევნები – საფრთხე სახელმწიფოსთვის – ოპოზიციის პროტესტი პარლამენტში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური