საკრებულომ 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დაამტკიცა

0
350

საკრებულოს დღევანდელ, რიგგარეშე სხდომაზე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულება შეაფასეს და დეპუტატებმა წარმოდგენილი ანგარიში დაამტკიცეს. ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დეპუტატებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა წარუდგინა. მურთაზ ბოკუჩავას განცხადებით, მიუხედავად ხარვეზებისა, ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები შესრულდა. გამოთქმულს არ დაეთანხმა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე. დეპუტატის განცხადებით, რეალურად შარშანდელი ბიუჯეტით სარგებელი მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს. მან დღეს კონკრეტული გვარებიც დაასახელა.

წარმოდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები ჰქონდათ ფრაქცია „ზუგდიდის მომავლისთვის“ წევრებს. ლაშა ფარცვანიას განცხადებით, შემოსავლების ნაწილში, რომელიც მოსაკრებლებს შეეხება, იყო დეფიციტი. დეპუტატის განცხადებით, მისი შევსება ჯარიმებიდან შემოსული თანხებით მოხდა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რომელიც ამავდროულად ფრაქცია „რესპუბლიკელებს“ წარმოადგენს, განაცხადა, რომ საჭიროა აღირიცხოს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სახის ქონება და პრივატიზაციის კუთხით განხორციელდეს სამუშაოები.

სხდომის ბოლოს მედიასთან კომენტარი ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამაც გააკეთა.

საბოლოოდ, 2015 წლის ბიუჯეტის შესრულება საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს. მას მხოლოდ ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს მხარი.

წინა სტატიაზურაბ აბაშიძე– “დღევანდელი საარჩევნო სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს”
შემდეგი სტატიადიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური