კამათი საქართველოს პარლამენტში “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების” შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვას მოყვა. "ვადის პრობლემაა, იწურება ვადა. კარგი იქნება თუ ამ საკითხს გადმოვიტანთ და კენჭისყრებს ჩავატარებთ. საჭიროა ალბათ, უფრო სიღმისეული შესვლა. ეს არაა მარტივი საკითხი, მთლიანად ეს რეფორმა რომელიც მომზადდა ორი წლის განმავლობაში მთლიანად ცვლის ამას. ეს ერთი დაწესებულების საკითხი არაა, კონცეფცია იცვლება მთლიანად. 2 წლის განმავლობაში ეს საკითხი არ დამდგარა. ერთმანეთისკენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, მაგრამ ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ მეორე პლანზე გადაგვაქვს ბავშვების ინტერესები. ეს რეფორმა არის ბავშვებისთვის და კონცეფციას ნუ შეცვლით. მთლიან რეფორმას დარტყმის ქვეშ ვაყენებთ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე", – განაცხადა ეკა ბესელიამ.დეპუტატ დავით ბერძენიშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი პარლამენტში გუშინაც გავიდა, თუმცა გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. "ერთმანეთისკენ უნდა გადავგათ ნაბიჯები. ვთვლით, რომ ჩვენი ალტერნატივა გუშინ რომელიც ვერ გავიდა არსებითი ხასიათის პრობლემას ვერ ქმნიდა. ჩვენ არაფერს არ ვცლით, შემოთავაზებული კანონპროექტი რომ კანონად იქცეს ნუ დავხურავთ იმ დაწესებულებს, რომელიც წარმატებულად ფუნქციონირებს საქართველოში. მე სიჯიუტისკენ არცერთ მხარეს არ მოვუწოდებ, თუ დღეს არ ვართ შეთანხმებისკენ და ვერ მივიღებთ ნორმალურ კანონს გადავდოთ ეს საკითხი", – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
სიახლეები
საზოგადოება
EU-ის წევრი ქვეყნების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს.
საუბარია ახალ წესებზე, რომლის...
საზოგადოება
სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა
სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ...
საზოგადოება
პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე, მთავარმა...
საზოგადოება
ავიაკატასტროფის ადგილზე 18 სამხედროს ცხედარია ნაპოვნი
სიღნაღში ავიაკატასტროფის ადგილზე 18 სამხედრო პირის ცხედარია ნაპოვნი. განცხადება ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა...