სოფელ კორცხელში “თავისუფალი საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეონა ქარდავა იქნება.

0
365

სოფელ კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეონა ქარდავა მედიას „თავისუფალი საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გურამ (ცაცა) შელიამ წარუდგინა.“პრობლემებთან მიმართებაში უკომპრომისო და შეუვალი“- ასე დაახასიათა გურამ შელიამ კანდიდატი.თეონა ქარდავამ აღნიშნა, რომ ის ყოველთვის ასრულებს დანაპირებს და ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის,რომ ყველა ის პრობლემა, რაც სოფლის მოსახლეობას აწუხებს, მოგვარდეს.ქარდავამ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანდიდატზეც ისაუბრა და ადგილობრივებს მოუწოდა ხმა არ მისცენ „ნაციონალების გადმონაშთს“ ამირან ლაგვილავას., ასევე მადლობა გადაუხადა პარტიას ნდობისთვის. კორცხელში ოფიციალურად კანდიდატის წარდგენა მაისში მოხდება. კორცხელშიშუალედური არჩევნები 22 მაისს გაიმართება. კენჭიყრის პროცედურას ცესკოსთან ერთად ორგანიზებას 6 საოლქო საარჩევნო კომისია გაუწევს.

წინა სტატიასაქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ივანიშვილს პირადად იგი არასოდეს გაუკონტროლებია
შემდეგი სტატიაენმ: ბოტანიკური ბაღის ტერიტორია ივანიშვილმა თავის ბიზნესცენტრს მიუერთა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური