მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ: ბოტანიკური ბაღის ტერიტორია ივანიშვილმა თავის ბიზნესცენტრს მიუერთა

ენმ: ბოტანიკური ბაღის ტერიტორია ივანიშვილმა თავის ბიზნესცენტრს მიუერთა

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი ბიზნესცენტრის ტერიტორიას თბილისის ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთიც მიუერთა. ენმ-ის წევრი ნიკა მელია აღნიშნავს, რომ ტერიტორიის ახალი მესაკუთრე არის შპს ფინსერვის xxi. სწორედ ამ შპს-ზეა რეგისტრირებული ბიზნესცენტრი.

"გარდა ამისა, შარშან წლის ბოლოს, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში მოიჭრა 540 ხე და გაზსადენის მილის გადატანაში მერიამ 700 000 ლარი დახარჯა. აქ თითქოს არაფერი უცნაური არ იქნებოდა, რომ არა აფიორა. დღეის მდგომარეობით, ამ ტერიტორიაზე (29 ჰექტარი) ახალი გზა აღარ გავა. 22 აპრილს მერიამ გამოაცხადა აუქციონი, რომელიც 8 დღეში დასრულდება (3 მაისი) და აუქციონზე გაიყიდება სწორედ ის ტერიტორია, რომელზეც კრწანისი-შინდისის გზა უნდა გაშენებულიყო – ვინ იქნება მყიდველი, ადვილად პროგნოზირებადია. ეს 29 ჰექტარიც ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ მდებარეობს და პრაქტიკულად ესაზღვრება ბოტანიკური ბაღისთვის წართმეულ იმ 4 ჰექტარს", – აცხადებს ნიკა მელია და აღნიშნავს, რომ "იმას, რასაც დავით ნარმანია აკეთებს, ბიძინასადმი მონური მორჩილებაც აღარ ჰქვია".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, ივანიშვილმა დააბრუნოს თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორია. ასევე, ორი დღის განმავლობაში, დავით ნარმანიამ გააკეთოს საჯარო განცხადება და გააუქმოს უკანონო გადაწყვეტილებები.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...